...თართა მათ კეთილთაჲ. ამისთჳს ღაღატყო: „ხოლო მე სიმართლით ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებითა დიდებისა შენისაჲთა“.
ესე არს ჭეშმარიტი სიმართლე და ჭეშმარიტი სათნოებაჲ და ჭეშმარიტი კეთილი სიტყუაჲ და ძალი ღმრთისაჲ, რომელმან „დაფარნა ცანი შუენიერებითა მისითა“, ვითარცა იტყჳს ამბაკუმ; და სამართლად ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის ესევითარისა მის საწადელისა სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ განუძღომელითა მით კეთილითა, რაჟამს აღესრულოს მათ ზედა უტყუელი იგი აღთქუმაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: „რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამან ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა სულით წმიდითურთ და სავანე მის თანა ვყოთ“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (5,7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აღმაღლდა კიბე ესე საღმრთოჲ ამათ ნეტარებათაჲ და მიგუაახლებს ჩუენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, ნეტარსა და უზეშთაესსა ყოვლისავე ნეტარებისა, რამეთუ ესერა მოწყალებაჲცა შემოიღო შორის და ჰნატრის მოქმედთა მისთა, რომელ-ესეცა მსგავსებად ღმრთისა აღგუამაღლებს, რამეთუ მოწყალე ეწოდების ღმერთსა და სახიერ და მწყალობელ, ვითარცა...