მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 1:11

10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო .11. თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.
დაბადება თავი 1
11. თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 5. „და თქუა ღმერთმან: შეკრბეს წყალნი ცასა ქუეშე შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდეს ჴმელი" (დაბ 1:9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. მცენარეთა აღმოცენება ღვთის სიტყვით (1:11-13):

...ი ბრძანებით ჯეროვან შვენიერებას ანიჭებს მას, მის სახეს მრავალფეროვანი თესლებით ამკობს რა. „და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ" (). რას ნიშნავს: „და იქმნა ეგრეთ"? უფალმა ბრძანა, ესე იგი, და დედამიწამ მაშინვე შობის ტკივილი იგრძნო და თესლთა აღმოცენებისთვის მომზადდა. „და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა" (). იფიქრე აქ, საყვარელო, როგორ გამოიღო ყველაფერი დედამიწამ მხოლოდ უფლის სიტყვით. ჯერ არც კაცი-მიწათმოქმედი იყო, არც გუთანი, არც სამუშაო ხარები, არც სხვა მისი მოვლა, არამედ მხოლოდ ისმინა (დედამიწამ) ბრძანება — და მაშინვე შეასრულა თავისი მოვალეობა. აქედან ვიგებთ, რომ ახლაც ნაყოფს ჩვენთვის არა მიწათმოქმედთა გულმოდგინება მოიტანს, არა შრომა და საერთოდ არა მიწის დამუშავების მძიმე სამუშაო, არამედ ყოველივე ამაზე უპირველესად ღვთის სიტყვა, თავდაპირველად მას რომ ეთქვა. მ...

სრულად ნახვა