მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 1:21

20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.21. . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.
დაბადება თავი 1
21. . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 7. „და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალნი სულთა ცხოველთანი" (დაბ 1:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ქმნილებათა სიკეთე და შემოქმედის ძალა (1:21-22):

...ისაებრ ცისა"**, — და სტიქია დაემორჩილა, ბრძანება აღსრულდა. „და იქმნა, — ნათქვამია, — ეგრეთ", როგორც უფალმა ბრძანა: „და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ" (). „და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით წყალნი ზღჳსანი. და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა" (). შეხედე აქაც, რაოდენია სულის სიბრძნე! ზოგადად რომ თქვა: „იქმნა ეგრეთ", ნეტარი მოსე დაწვრილებითაც გვასწავლის, როცა შემდეგ ამბობს: „და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ". აქ კვლავ აღვირს ადებს მათ თავხედობას, ვინც ყველაფერზე დაუფიქრებლად ლაპარაკობს. რომ არ ეთქვა ვინმეს: რისთვის შეიქმნა ვეშაპები? რა სარგებელს გვაძლევენ? რა აზრი აქვს მათ შექმნას? — მოსემ, რომ თქვა: „შექმნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ და მფრინველნი", მაშინვე დაუმატა: **„და იხილა ღმერთ...

სრულად ნახვა