...დელი საკითხავი (წერილისა), მოგიმზადოთ სულიერი ტრაპეზი და განვიხილოთ, რას გვასწავლის დღეს ნეტარი მოსე, ანუ, უფრო სწორად, — სულიწმინდა მისი ბაგეებით. რას ამბობს იგი? — „და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ" (). შეხედე უფლის კაცთმოყვარეობას, როგორ გვასწავლის ყოველ ქმნილებაზე წესრიგითა და თანმიმდევრობით! ჯერ გვაჩვენა, როგორ თავისი ბრძანებით მიწა ნაყოფიერებისკენ აღძრა; შემდეგ, ორი მნათობის შექმნის შესახებ შეგვატყობინა, მრავალსახოვან ვარსკვლავებზეც ისაუბრა, რომლებითაც ცის სილამაზე კიდევ უფრო ბრწყინვალე გახადა. დღეს უკვე წყლებზე გადადის და გვიჩვენებს, რომ მათგან მისი სიტყვითა და ბრძანებით სულდგმულნი წარმოიშვნენ. „გამოიღედ, — ამბობს, — წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა". რა გონებას, მითხარი, ძალუძს ამ სასწაულის წვდომა? რა ენას შეუძლია ღირსეულად ადიდოს შემოქმედი? მხოლოდ თქვა: „აღმოამორჩენ ქუეყანამან" — და მაშინვე ნაყოფიერებისკენ აღძრა იგი; ახლაც ამბობს: „გამოიღედ წყალთა". შეხედე, როგორ ერთმანეთს ეხმიანება მისი ბრძანებანი! იქ ამბობს: „აღმოამორჩენ", აქ: **„გამოი...
დაბადება 1:20
19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.21. . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
დაბადება თავი 1