მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 1:25

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
დაბადება თავი 1
25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 7. „და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალნი სულთა ცხოველთანი" (დაბ 1:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ხმელეთის ცხოველთა შექმნა (1:23-25):

...ღვტაცებოდეთ და გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი სიბრძნითა და გამოუთქმელი სახიერებით იქნა შექმნილი, მოახლოებული ადამიანის პატივისთვის.

„და შექმნა, — ნათქვამია, — ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ" (). სად არიან ახლა, ვინც ბედავს თქმას: რისთვის მხეცები? რისთვის ქვეწარმავლები? საღვთო წერილის სიტყვები ისმინონ: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ". მითხარი, თავად შემოქმედი მოიწონებს შექმნილს, შენ კი ლანძღვას ბედავ? რა უგუნურებაა ეს! ხომ, რაც შეეხება თესლებსა და მცენარეებს, მიწამ არა მხოლოდ ნაყოფიერი ხეები, არამედ უნაყოფონიც წარმოქმნა, არა მხოლოდ ჩვენთვის უსარგებლო ბალახები, არამედ უცნობი და თუნდაც მავნე ბალახებიც; მაგრამ ამის გამო ვერავინ გაბედავს ამ ქმნილებების გმობას, რადგან არაფერია ტყუილად და უმიზნოდ შექმნილი: ხომ შემოქმედისგან ქებას ვერ მიიღებდა, უსარგებლო რომ ყოფილიყო. როგორც ხეებს შორის ყველა ნაყოფიერი არ არის, არამედ უნაყოფოც ბევრია, მაგრამ ეს უკანასკნელნიც ნაყოფიერთ არანაკლებ საოცარ სარგებელს გვაძლევენ, ჩვენს მოსვენებას ემსახურებიან, რადგან მათგან სახლებს ვაშენებთ და სხვა მრავალ მოხერხებულობას ვიმზადებთ — და საერთოდ...

სრულად ნახვა