მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 1:26

25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
დაბადება თავი 1
26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 23. „ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა" (დაბ 6:8–9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ჭეშმარიტი საგვარტომო სათნოებით იზომება (1:26):

...კი არა ესაა, არამედ ის, ვინც უღმრთოებისგან განშორებით სათნოებაში მოღვაწეობს.

5. ჭეშმარიტი საგვარტომო სათნოებით იზომება (1:26)

ხედავ, ვის უწოდებს ჩვეულებისამებრ საღვთო წერილი ადამიანს? ამიტომ თავიდანვე ყოვლის უფალმა, ადამიანის შექმნას რომ შეუდგა, თქვა: „ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (), ესე იგი, რათა ის მეუფეთ ყოფილიყო ყოველ ხილულზეც და მასში აღმოცენებულ ვნებებზეც, რათა ბატონობდეს და არა მონობდეს. ხოლო თუ მან, ბატონობა მიატოვა რა, დაქვემდებარებას ამჯობინებს ბატონობას, მაშინ ადამიანი აღარ არის და უტყვი ცხოველის სახელი მოედება. ამიტომაც ახლა საღვთო წერილი, მართლის სათნოების შექებისას, ამბობს: „ესე შობანი ნოესი: ნოე კაცი მართალი". აი, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქების სახე: „მართალი". ამ სახელწოდებით (წერილი) ნოეს ყველა სათნოებას საერთოდ აღნიშნავს; „მართლის" სახელს ჩვეულებისამებრ ვაძლევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველგვარ სათნოებაში ივარჯიშებიან. შემდეგ, რათა იცოდე, რომ ნოემ სათნოების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, რასაც მაშინ ჩვენი ბუნებისგან მოითხოვდნენ, წერილი ამბობს: „მართალი, სრული ნათესავსა შინა მისსა". ყოველივე, ამბობს, აღასრულა, რისი აღსრულებაც სათნო ადამიანს ეკუთვნოდა (ეს ნიშნავს **„სრულ...

სრულად ნახვა