მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 16:4

3. ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყნად მისი დამკვიდრების ათი წლის თავზე4. შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი.5. მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს.
დაბადება თავი 16
4. შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი.
საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აგარის ამპარტავნება და აბრაამის სიმშვიდე (16:4–6):

შეხედე, რა სიბრძნისმოყვარეობა იყო უკვე ძველ დროში, როგორ მამაკაცებიც თავშეკავებულნი იყვნენ და დიდად ზრუნავდნენ უმანკოებაზე, ქალებიც შორს იყვნენ ეჭვიანობისგან. წერილი განზრახ მუდმივად ამბობს: „და მოიყუანა სარა აგარ, მჴევალი", და კვლავ: „მისცა იგი ცოლად", — რათა ხედავდე, რა უვნებელად სრულდებოდა ეს საქმე მათთან და რა სიბრძნისმოყვარეობა ჰქონდათ. „და შევიდა, — ნათქვამია, — აგარის მიმართ და მიუდგა" (). შეხედე, როგორ იცნობს სარა, რომ არა მართალ აბრაამში იყო მათი ბერწობის მიზეზი, არამედ მის საკუთარ ბერწობაში: აი, თანაცხოვრებას მაშინვე ჩასახვა მოჰყვა. მაგრამ ახლა შეხედე მხევლის კეთილშობილების ნაკლებობას და ქალური სქესის სისუსტეს, რათა აქედანაც ნახო მამამთავრის დიდი სიმშვიდე. „და იხილა, — ნათქვამია, — რამეთუ მუცელქმულ არს. და უპატიო იქმნა დედოფალი მისი მის წინაშე". ასეთია მონათა ჩვეულება: მცირე ბედნიერება რომ მიიღონ, საკუთარ ფარგლებში ვერ რჩებიან, არამედ მაშინვე ივიწყებენ თავიანთ მდგომარეობას და უგუნურობას ეძლევიან; ასევე მოხდა ამ მხევალთანაც. როცა ფეხმძიმობა შეიცნო, არც თავისი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის