მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 16:5

4. შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი.5. მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს.6. უთხრა აბრამმა სარაის: აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი. როგორც გენებოს, ისე მოექეცი. მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი.
დაბადება თავი 16
5. მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აგარის ამპარტავნება და აბრაამის სიმშვიდე (16:4–6):

...დაუწყო ზიზღი, რომელმაც იმდენი მზრუნველობა გამოუჩინა, რომ თავისი ქმრის საწოლზეც კი აიყვანა. რა თქვა სარამ? „და ჰრქუა სარრა აბრაამის მიმართ: ვიუსამარლოები შენგან, მე მოგეც შენ მჴევალი ჩემი წიაღთა შენთა. ხოლო მან იხილა რაჲ, ვითარმედ მუცელქმულ არს, უპატიო-ვიქმენ წინაშე მისსა. საჯენ ღმერთმან შორის ჩემსა და შენსა" (). შენიშნე აქ მართლის გამოუთქმელი მოთმინება და პატივისცემა, რომელიც სარას მიმართ გამოიჩინა, როცა მისი ასეთი უსამართლო ბრალდების წინაშე პატიებას ითხოვდა. მართლაც, ის, ვინც საკუთარი ხელით გადასცა ქმარს მხევალი და უთხრა: „შევედ მჴევლისა მიმართ ჩემისა", ის, ვინც თავად ნებაყოფლობით უბიძგა ქმარს ამისკენ, ახლა, აზრი რომ შეიცვალა, ამბობს: „ვიუსამარლოები შენგან". მაგრამ განა თავად მას სურდა მხევალთან შეერთება? განა თავად თავშეუკავებლობით წავიდა ამ საქმეზე? შენი, ცოლო, დარწმუნებით, შენი რჩევით გააკეთა ეს. მაშ, რაში გაწყენინა ქმარმა? აი, ამბობს, „მე მოგეც მჴევალი ჩემი წიაღთა შენთა". თუ თავად აღიარებ, რომ შენ შესთავაზე და არა მან თავისი ნებით აიყვანა, რატომ ბრალს სდებ უსამართლობაში? ასეა, ამბობს; მაგრამ, თუმცა მე შევთავაზე, შენ მაინც, მისი თავხედობა რომ ნახე, უნდა შეეკავებინა მისი აუტანელი ზნე. **„იხილა რაჲ, ვითარმედ მუცელქმულ ა...

სრულად ნახვა