აი ჭეშმარიტი ქორწინებული კავშირი, აი ნამდვილი ქმარი, რომელიც ცოლის სიტყვებს დიდ ყურადღებას არ აქცევს, არამედ სქესის სისუსტისადმი შემწყნარებლობას იჩენს და მხოლოდ ერთს ფიქრობს — ყველა მიზეზს მოსპოს სიმწარისა და სახლში ღრმა მშვიდობასა და თანხმობას დაამყაროს. ეს ისმინონ მამაკაცებმა და მიბაძონ მართლის სიმშვიდეს, ასევე პატივი და მოწიწება მიაგონ თავიანთ ცოლებს და იფარონ ისინი, როგორც უსუსური ჭურჭელი, რათა ამით ერთსულოვნების კავშირს განამტკიცონ. მართლაც, ჭეშმარიტი სიმდიდრე და ყველაზე დიდი ბედნიერება იმაშია, როცა ქმარი და ცოლი ერთმანეთთან არ აქვთ უთანხმოება, არამედ შეერთებულნი არიან, როგორც ერთი ხორცი, რადგან „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა" (). ასეთი ცოლ-ქმარი, სიღარიბეშიც რომ ცხოვრობდეს და უცნობი იყოს, ყველაზე ბედნიერი შეიძლება იყოს, რადგან ჭეშმარიტ ბედნიერებას ეზიარებიან და მუდმივ სიმშვიდეში ცხოვრობენ. ხოლო ისინი, ვინც ასეთი თანხმობით ვერ სარგებლობენ, არამედ ეჭვიანობით იტანჯებიან და მშვიდობის სიკეთეს კარგავენ, — ისინი, თუნდაც დიდი სიმდიდრით იყვნენ...
დაბადება 16:6
5. მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს.6. უთხრა აბრამმა სარაის: აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი. როგორც გენებოს, ისე მოექეცი. მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი.7. ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან, შურის გზაზე რომ არის.
დაბადება თავი 16