მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 16:7

6. უთხრა აბრამმა სარაის: აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი. როგორც გენებოს, ისე მოექეცი. მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი.7. ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან, შურის გზაზე რომ არის.8. უთხრა: აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და სად მიხვალ? თქვა: სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ.
დაბადება თავი 16
7. ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან, შურის გზაზე რომ არის.
საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. მართლის სათნოება და ქორწინებულთა ერთსულოვნება (16:2)

დღევანდელი საკითხავი კვლავ იმავე მამამთავრის შესახებ საუბრისკენ გვიხმობს. ნუ გიკვირთ, თუ მისი ისტორიის თხრობას ამდენი დღის განმავლობაში ვაგრძელებთ და დღესაც ვერ შევძლებთ დავასრულოთ. მართლის სათნოებათა დიდი სიმრავლე და მისი სრულყოფილებათა სიდიადე ყველა ადამიანურ ენას აღემატება, რადგან ვისაც თავად ღმერთმა ზეგარდმო გვირგვინი დაადგა და ადიდა, მას ვინ შეძლებს ადამიანთაგან ღირსეულად შეაქოს? მაგრამ, თუმცა ჩვენი სიტყვა მისი ღირსების ბევრად ქვემოთ რჩება, ჩვენი ძალების ფარგლებში მისი ცხოვრების მოვლენებს გადმოვცემთ და გვსურს, რომ მისი სათნოების მიბაძვისადმი მოშურნეობა აღგეძრათ თქვენშიც. მართლაც, ამ კაცის სიბრძნე საკმაოზე მეტია, რომ ყველა ადამიანი დაარიგოს და სათნოების გზაზე მოიზიდოს ყველა, ვინც ყურადღებიანი იქნება. მაშ, გთხოვთ, ყურადღებით მოისმინეთ ჩვენი საუბარი, რათა დღევანდელი საკითხავიდანაც შეიცნოთ მართლის სიბრძნისმოყვარეობა: აქედან შეუძლიათ ისწავლონ მამაკაცებსაც და ქალებსაც — როგორ იცხოვრონ სრული ერთსულოვნებითა და შეინარჩუნონ ქორწინების კავშირი მოუშლელად, — რათა არც ქმარი აღუდგეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის