მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 16:8

7. ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან, შურის გზაზე რომ არის.8. უთხრა: აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და სად მიხვალ? თქვა: სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ.9. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე.
დაბადება თავი 16
8. უთხრა: აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და სად მიხვალ? თქვა: სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ანგელოზის გამოცხადება აგარისადმი (16:6–9):

...იმისთვის ეცხადება, რომ აგარმა უბრალო გამვლელ ადამიანად არ ჩათვალოს. იქ უდაბნო იყო და სხვა არავის ვერ ხედავდა. მაშ, იმისთვის, რომ ეცნო, რომ მასთან მოლაპარაკე არა უბრალოდ შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი იყო, ანგელოზი უდაბნოში ეცხადება და შეკითხვას უსვამს. „და თქუა: პირისაგან სარას, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი მე" (). ხედავ, როგორ არ უარყოფს თავისი დედოფლის ხელისუფლებას, არამედ ყველაფერს გულწრფელად აღიარებს. ის, ვინც მეკითხება, ფიქრობს, ადამიანი არ არის, ამიტომ მისი მოტყუება არ შემიძლია. მან ჩემი სახელი უწინ მითხრა, ვიდრე მე ვეტყოდი; დედოფალიც ახსენა; უნდა მეც სიმართლე ვთქვა. „პირისაგან სარას, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი მე". შეხედე, როგორ ახსენებს დედოფალს ყოველგვარი სიძულვილის გარეშე. არ თქვა: მან შემაურაცხყოფა, დამაზარალა და, ვერ ვიტან რა მის სიძულვილს, გავიქეცი. არანაირი საყვედურს არ გამოხატავს სარას მიმართ, არამედ მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს გაქცევაში. ხედავ მის პატიოსნებას? შეხედე, რა უთხრა ანგელოზმა: „და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა მიმართ და დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა" (). აგარის სიტყვებს: „პირისაგან დედოფლისა ჩემისა ვივლტი", ანგელოზი პასუხობს: დ...

სრულად ნახვა