მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 17:5

4. ეს მე ვარ და, აჰა, ჩემი აღთქმაც უამრავ ხალხთა მამა შეიქნები!5. აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ.6. დიდად, დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან.
დაბადება თავი 17
5. აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ; არა შჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაჰამისთა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ (4,16-17).:

...ლითა, არამედ წინადაუცუეთელობისა სარწმუნოებითა შვილთა აბრაჰამისთა. ესრეთ უკუე შეაერთებს ორთა ერთა — ჰურიათა და წარმართთა, და ზოგად მათ ყოველთა მამა ჰყოფს აბრაჰამს; არა ხოლო ლიტონითა სიტყჳთა, არამედ წამებითა სიტყუასა მას დაბადებისასა, რომელი-იგი მისთჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: "მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ" ().

მოციქულისაჲ: წინაშე პირსა, რომლისაჲ-იგი ჰრწმენა ღმრთისაჲ, რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი, და უწესნ არაარსსა მას, ვითარცა არსსა (4,17).

თარგმანი: წინაშე პირსა — ესე იგი არს, ვითარმედ, ვითარცა-იგი ღმერთსა, რომლისა მიმართ ჰრწმენა აბრაჰამს, არა ვიეთმე, არამედ ზოგად ყოველთა ღმერთ არს და ეწოდების, ეგრეთვე აბრაჰამ ზოგად ყოველთა მამა არს. და ვითარ-იგი ღმერთი არა თჳსებითა ბუნებითითა, არამედ მადლით შვილებითა ყოველთა მამა არს, ეგრეთვე აბრაჰამ არა თჳსებითა ჴორციელითა, არამედ ზიარებითა სარწმუნოებისაჲთა ყოველთა მამა არს, რამეთუ ესე მიჰმადლა მას სარწმუნოებით მორჩილებამან ღმრთისა სიტყუათამან, ვითარმედ ძალ-უც მას, რომელი-იგი არაარსისაგან დაჰბადებს არსთა და ცხოველ ჰყოფს მკუდართა, რაჲთა მისიცა მკუდრობაჲ აღადგინოს და მისცეს თესლი შვილიერებისაჲ.

მოციქულისაჲ: რომელსა უსასოჲ იგი სასოებით ჰრწმენა, რაჲთა იყოს იგი მამად მრავალთა თესლთა,...

სრულად ნახვა