ცხრა წლის შემდეგ მიიღო აბრაამმა ისმაელი მხევლისგან და ფიქრობდა, რომ მასზე აღსრულდებოდა აღთქმები. „იყო, — ამბობს წერილი პატრიარქზე, — ოთხმეოცჳდაექუსთა წელთა, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი აბრაამს" (). ამის შემდეგ ღმერთი კიდევ ცამეტ წელს გამოცდის მართლის მოთმინებასა და მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის აღთქმას. მან კარგად იცოდა, რომ როგორც ოქრო, ხანგრძლივად სახმილში გამოწრთობილი, მართლის სათნოებაც გამოცდაში უფრო წმინდა და ბრწყინვალე გამოჩნდებოდა. როცა, ნათქვამია, აბრაამი ოთხმეოცდაცხრამეტი წლის შეიქნა, ღმერთი კვლავ გამოეცხადა მას (). რისთვის აყოვნებდა ამდენ ხანს? იმისთვის, რომ შეგვეტყო არა მხოლოდ მართლის მოთმინება და დიდი სათნოება, არამედ ღვთის უსაზღვრო ყოვლისშემძლეობაც. როცა ბუნება უკვე დაუძლურდა და შვილის გაჩენის უუნარო გახდა, რადგან სხეული უკვე დაჭკნა და სიბერისგან გამოშრა, — მხოლოდ მაშინ, მართლის მთელი სათნოების სრულად გახსნითა და თავისი ძალის გამოვლენით, ღმერთი ასრულებს თავის აღთქმებს. აუცილებელია, რომ თავად სიტყვებიც მოვისმინოთ, რომლებიც ღმერთმა...
დაბადება 17:6
5. აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ.6. დიდად, დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან.7. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.
დაბადება თავი 17