მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 18:12

11. მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას.12. გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია.13. უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო?
დაბადება თავი 18
12. გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სტუმართმოყვარეობის ნაყოფი და ძის აღთქმა (18:7-15):

...). აი, სტუმართმოყვარეობის ნაყოფი, აი, გულმოდგინე მოშურნეობის ჯილდო, აი, სარას ღვაწლის საზღაური! „ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა". და ეს რომ მოისმინა, „განიცინნა მეტყუელმან თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს" (). სარას გასამართლებლად, საღვთო წერილმა წინასწარ აღნიშნა, რომ აბრაამი და სარა „მოხუცებულ იყვნეს, გარდასრულ დღეთა" (); და ამაზე არ შეჩერდა, წერილი შემდეგ ამბობს: „და მოკლებულ იყო სარრა წესისაგან დედათასაჲ" (იქვე). მოშრა, ამბობს, წყარო, ჩაქრა თვალი, თავად სხეულიზმი დაზიანდა. ყურადღებას ამაზე ამახვილებდა სარა და თავისთავში ფიქრობდა როგორც თავის მოხუცებულობაზე, ასევე მამამთავრის სიბერეზე. მაგრამ, სანამ იგი ასე ფიქრობდა კარავში, ფარული ზრახვების მცოდნე, რომელსაც სურდა, ეჩვენებინა როგორც თავისი ძალის სიდიადე, ასევე ის, რომ მისგან არაფერი ფარული არ დაიმალება, ეუბნება აბრაამს: „რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ?" (). მართლაც, ასე ფიქრობდა იგი თავისთავში. მაგრამ **„ნუ...

სრულად ნახვა