...თავრის სიბერეზე. მაგრამ, სანამ იგი ასე ფიქრობდა კარავში, ფარული ზრახვების მცოდნე, რომელსაც სურდა, ეჩვენებინა როგორც თავისი ძალის სიდიადე, ასევე ის, რომ მისგან არაფერი ფარული არ დაიმალება, ეუბნება აბრაამს: „რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ?" (). მართლაც, ასე ფიქრობდა იგი თავისთავში. მაგრამ „ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ?" (). ამრიგად, აშკარად გამოაცხადა თავი. ნუთუ არ იცით, ამბობს, რომ მე, როგორც ბუნების უფალს, ყველაფერი შემიძლია, რაც მოვისურვო, და მოკვდინებული საშო შემიძლია გავაცოცხლო და შობისთვის უნარიანი გავხადო? ნუთუ, ამბობს, არის რაიმე შეუძლებელი ღმრთისთვის? ნუთუ არა მე ვქმნი და გარდავქმნი ყველაფერს? ნუთუ არა მე მაქვს სიცოცხლისა და სიკვდილის ხელმწიფება? „რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ" ()? ნუთუ ეს ადრე არ აღმითქვამსამს, და ნუთუ ჩემი სიტყვა შეიძლება არ აღსრულდეს? ისმინე: „შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას, და ესვას სარრას ძე". როცა, ამბობს, ამავე დროს დავბრუნდები, მაშინ სარა საქმით შეიცნობს, რომ არც სიბერე, არც მისი უნაყოფ...
დაბადება 18:13
12. გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია.13. უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო?14. რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას.
დაბადება თავი 18