ხედავ სათნოების სრულყოფილებას? დავითი არამხოლოდ არ იღებდა იმას, რასაც სხვებზე ეუბნებოდნენ, არამედ იმასაც განდევნიდა, ვინც ძმის ცილისწამებას ცდილობდა. მაშ, თუ ჩვენც გვსურს ცოდვები შევამციროთ, ყველაზე მეტად იმაზე ვიზრუნოთ, რომ ძმებს არ გავიკითხავთ, ხოლო მათზე ცილისმწამებლებს ჩვენთან არ მივუშვებთ, ან კიდევ უკეთესი — წინასწარმეტყველის მაგალითით, ჩვენგან განვდევნით და სრულიად ზურგს შევაქცევთ. იგივეს, ვფიქრობ, გამოხატავს წინასწარმეტყველი მოსეც, სიტყვებით: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო". ამიტომაც ახლანდელ შემთხვევაში ჩვენი სულების სასარგებლოდ ყველაფრის მეუფემ ასეთი გრძნობად-ხატოვანი გამოთქმა გამოიყენა და ბრძანა: „გარდავიდე... ვიხილო". სხვა როგორ? ნუთუ არ იცოდა? ნუთუ ცოდვათა მთელი სიმრავლე არ ეცოდინებოდა? ნუთუ არ ესმოდა ცოდვაში ჩაცვენილთა სრული გამოუსწორებლობა? მაგრამ ის ისეთ სულგრძელობას ავლენდა, თითქოს წინასწარ თავს იმართლებდა მათ წინაშე, ვისაც შემდგომ თავხედურად ბრალის წაყენება მოინდომებდნენ, ამხელდა მათ სიმსუბუქეს და სათნოების დიდ ნაკლებობას. და, ალბათ, არამხოლოდ ამისთვის მოიქცა ასე, არამედ იმისთვისაც, რომ მართალს შემთხვევა...
დაბადება 18:24
23. მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?24. იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?25. არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.
დაბადება თავი 18