...თვით მიწის განადგურებას ხატავდა გულში. დაღუპულნი ბოროტი ადამიანები იყვნენ, მაგრამ მართალთა სულები, ჩვეულებრივ, ძლიერ მწუხარებას განიცდიან, როცა ადამიანებს უბედურებაში ხედავენ. ამიტომ ნახავ, რომ ყველა მართალი და წინასწარმეტყველი დამნაშავეთა სასარგებლოდ შუამდგომლობდა, მაგალითად, პატრიარქი (აბრაამი) სოდომელთათვის (). წინასწარმეტყველთაგან კი ერთი, მაგალითად, ამბობდა: „ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა" (), ხოლო მეორე: „ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა... არ მქონებელთა წინამძღუარისათა" ()? ამრიგად, თუ მართალი ისედაც უკვე აღშფოთებული იყო სულით და სწუხდა გულით, იმისთვის, რომ (საყოველთაო დაღუპვის) სანახაობას კიდევ უფრო დიდ სულიერ შემუსვრილებაში არ ჩაეგდო იგი, ღმერთმა ის კიდობანში გამოკეტა, თითქოს საპყრობილეში; ისე, რომ საკუთარი თვალებით ვერ ხედავდა მომხდარს და ამით შიშში არ ვარდებოდა. ბუნებრივია, რომ წყლის უჩვეულო მომატებას რომ ხედავდა, შეშფოთდებოდა, ნუთუ თავადაც არ დაიხრჩობაო. ასე იფარავდა მას კაცთმოყვარე ღმერთი — არ აძლევდა უფლებას წყლის სტიქიაც დაენახა და (ადამიანთა) დაღუპვაც და ქვეყნიერების გაუდაბურებაც. როცა ამ მართლის კი...
დაბადება 18:25
24. იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?25. არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.26. უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.
დაბადება თავი 18