მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 18:26

25. არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.26. უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.27. მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა:
დაბადება თავი 18
26. უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აბრაამის შუამდგომლობა სოდომისთვის (18:22-31):

...წის მოსამართლედ აღიარებს და სამართლიანად მიიჩნევს, რომ მართალი არ უნდა დაიღუპოს უღმერთოსთან ერთად. და სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი მის ვედრებას ემორჩილება და ამბობს: ისე ვიქნები, როგორც შენ ამბობ, შენს შუამდგომლობას ვიღებ: „უკუეთუ იყვნენ ერგასისნი მართალნი სოდომთ ქალაქთა შინა, დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს" (). ორმოცდაათ მართალს, ამბობს, თუ იპოვებიან, ვაჩუქებ დანარჩენთა ხსნას, და შენს თხოვნას შევასრულებ. მაშინ მართალი, გამბედაობა რომ იგრძნო და ღვთის კაცთმოყვარეობით სარგებლობდა, თხოვნაში უფრო შორს მიდის და ამბობს: „აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ" (). ნუ განმსჯი, უფალო, ამბობს, თითქოს საკუთარ თავს არ ვიცნობ და საზღვრებს გადავცდები, ასეთ დიდ კადნიერებასას რომ ვაჩვენებ: მე ვიცი, რომ მიწა ვარ და ნაცარი. მაგრამ როგორც ამას ვიცი და კარგად ვაცნობიერებ, ისევე ვიცი, რომ შენი კაცთმოყვარეობა დიდია, რომ მოწყალებით მდიდარი ხარ და გნებავს ყოველთა კაცთა ცხონებაჲ. ადამიანები რომ არაფრისგან შეიქმენი, ნუთუ ინდომებდი ოდესმე მათ, უკვე არსებულთა, განადგურებას, მათი ცოდვების სიმრავლე რომ არ ყოფილიყო ასეთი? ამიტომ კვლავ ვთხოვ და ვევედრები: **„უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნ...

სრულად ნახვა