...დაბ 18:26). ორმოცდაათ მართალს, ამბობს, თუ იპოვებიან, ვაჩუქებ დანარჩენთა ხსნას, და შენს თხოვნას შევასრულებ. მაშინ მართალი, გამბედაობა რომ იგრძნო და ღვთის კაცთმოყვარეობით სარგებლობდა, თხოვნაში უფრო შორს მიდის და ამბობს: „აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ" (). ნუ განმსჯი, უფალო, ამბობს, თითქოს საკუთარ თავს არ ვიცნობ და საზღვრებს გადავცდები, ასეთ დიდ კადნიერებასას რომ ვაჩვენებ: მე ვიცი, რომ მიწა ვარ და ნაცარი. მაგრამ როგორც ამას ვიცი და კარგად ვაცნობიერებ, ისევე ვიცი, რომ შენი კაცთმოყვარეობა დიდია, რომ მოწყალებით მდიდარი ხარ და გნებავს ყოველთა კაცთა ცხონებაჲ. ადამიანები რომ არაფრისგან შეიქმენი, ნუთუ ინდომებდი ოდესმე მათ, უკვე არსებულთა, განადგურებას, მათი ცოდვების სიმრავლე რომ არ ყოფილიყო ასეთი? ამიტომ კვლავ ვთხოვ და ვევედრები: „უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო" (). ვინ შეაქებს ღირსეულად ყველაფრის მეუფეს ასეთი სულგრძელობისა და შეწყნარებისთვის, ან ვინ საკმარისად შეანატრებს მართალს, რომელმაც ასეთი კადნიერება მიიღო?...
დაბადება 18:27
26. უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.27. მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა:28. ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ დაღუპავ ამის გამო მთელს ქალაქს? უთხრა: არ დავღუპავ, თუ ვპოვე იქ ორმოცდახუთი.
დაბადება თავი 18