მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 18:7

6. გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან და უთხრა: აბა, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააცხვე.7. მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა.8. გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო.
დაბადება თავი 18
7. მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა.
საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. აბრაამისა და სარას ერთობლივი მსახურება (18:5-7):

ხედავ, როგორ მიმართავს სხვადასხვა საშუალებას, რომ მგზავრები დაარწმუნოს და თავისთან მიიზიდოს: თაყვანისცემასაც, სიტყვებსაცა და ყველა ხერხს. ჯერ, ნათქვამია, თაყვანი სცა; შემდეგ უფლებს უწოდა, ხოლო თავის თავს — მონას; მერე თქვა, როგორი მოწვევა ეკუთვნოდათ, თავმდაბლად საუბრობდა ამაზე და აჩვენებდა, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ იქნებოდა. მე შემიძლია, ამბობს, ფეხის დასაბანად უბრალო წყალი მოგართვათ, პური და მუხის ჩრდილი. ნუ უგულებელყოფთ ჩემს კარავს, ნუ მოიძაგებთ ჩემს სიბერეს, ნუ უარყოფთ ჩემს თხოვნას. ვიცი, რა ღვაწლი აიტანეთ, წარმოვიდგენ სიცხის ალს; ამიტომ მსურს ცოტათი დაისვენოთ. რომელმა გულმოწყალე მამამ გამოიჩინა ასეთი მოშურნეობა თავისი შვილებისადმი, რა მოშურნეობაც მამამთავარმა გამოავლინა უცნობი, უცხო, მანამდე სრულებით ნაუცნობი ადამიანებისადმი? მაგრამ, რადგან დიდი მოშურნეობითა და დაჟინებით მიმართა, ნადავლიც მიიღო, ნანადირევი თავის მახეებში ჩაიგდო. „და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ" (). გაცოცხლდა მოხუცი; საუნჯე, ამბობს, ჩემს ხელშია; სიმდიდრე მივიღე; ახლა ჩემს სიბერესაც დავივიწყებ. და შეხედე, რა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის