მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 18:8

7. მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა.8. გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო.9. უთხრეს: სად არის სარა, შენი ცოლი? უთხრა: აქ არის, კარავში.
დაბადება თავი 18
8. გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სტუმართმოყვარეობის ნაყოფი და ძის აღთქმა (18:7-15):

...15)

შეხედე, როგორ კეთდება ყველაფერი სისწრაფით, ცხელი მოშურნეობით, გულითადობით, სიხარულითა და დიდი სიამოვნებით. „და ისწრაფა, — ნათქვამია, — შექმნად მისა" (დაბ 18:7–8). მაგრამ ამის შემდეგაც არ დამშვიდდა მოხუცი, არამედ კვლავ მსახურთა რიგში დადგა. „და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ" (). თავად ყველაფერს აკეთებს და წინ უდგამს. მან თავის თავი ღირსადაც კი არ მიიჩნია, რომ მათთან ერთად დამჯდარიყო, არამედ, სანამ ისინი ჭამდნენ, იგი მათ წინაშე იდგა ხის ქვეშ. რა დიადი სტუმართმოყვარეობა! რა ღრმა თავმდაბლობა! რა ამაღლებული, ღვთისმოყვარე სული! სანამ ისინი ჭამდნენ, ეს ასწლიანი ადამიანი მათ წინაშე იდგა. მგონია, რომ დიდი სიხარულისა და გულითადობის გამო იგი მაშინ თავისი უძლურების ზემოთ აღმაღლდა და თითქოს ახალი ძალები მოეცა. მართლაც, ხშირად ხდება, რომ სულის ცხელი მოშურნეობა, როცა გაძლიერდება, სხეულის უძლურებას ამარცხებს. მაშ, მამამთავარი იდგა, როგორც მონა, თავისთვის უდიდეს პატივად მიაჩნდა, რომ სტუმრებისთვის მომსახურებისა და მათი ძნელი გზის შემდეგ მოსვენების ღირსი შეიქნა. ხედავ, რა დიდი იყო მართლის სტუმართმოყვარეობა? ნუ მხოლოდ იმას შეხედავ, რომ პურები და ხბო წარუდგინა, არამედ იფიქრე იმაზე, რა პატივისცემით, რა თავმდაბლობით ასრულ...

სრულად ნახვა