...წესს მიჰყვეს და საკუთარ მსჯელობას ადგილს უთმობს, ის თავის გონებასაც აღელვებს და მართლმადიდებელ დოგმატთა შესახებ ჯანსაღ მოძღვრებაში უსასრულო კამათსა და სიტყვათა ბრძოლას შემოაქვს. „და მოიყვანა, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად" (). აი, როგორ ზრუნავს შექმნილ ადამიანზე! გუშინ ნეტარმა მოსემ გვიჩვენა, რომ „დაასხა ღმერთმან სამოთხე და დადვა მუნ კაცი" (), ესე იგი, ინება, რომ ადამიანს იქ ჰქონოდა საცხოვრებელი და სამოთხით ტკბებოდა. დღეს კვლავ გვიჩვენებს ღვთის გამოუთქმელ სიყვარულს ადამიანის მიმართ და იმავე სათქმელს იმეორებს: „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა" (). არ თქვა მხოლოდ: „სამოთხესა მას", არამედ დაუმატა: „საშვებელისასა", რათა ის მაღალი ტკბობა გვეჩვენებინა, რომელმაც ადამიანი იქ ცხოვრებით გრძნობდა. ხოლო, რომ თქვა: დაადგინა „სამოთხესა მას საშვებელისასა", მოსე ამბობს: „საქმედ მისა და დაცვად". დიდი მზრუნველობა ამაშიც ჩანს. რადგან სამოთხის ცხოვრება ადამიანს სრულ ტკბობას ანიჭებდა, ჭვრეტის სიამო...
დაბადება 2:15
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...მსგავსად მცნებათა მისთა, ესევითარი იგი ვალს ნებისაებრ მისისა, ხოლო რომელი უქმებდეს, ესევითარი იგი გარე-მიქცეულ არს მისგან, რამეთუ სლვაჲ წარმატებასა მოასწავებს, ხოლო დგომაჲ — დაცხრომასა კეთილისაგან, და ესრეთ სახისმეტყუელებით თქუმულ არს ადამისთჳს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: "დაიდგინა სამოთხეს მუშაკობად და ცვად მისსა" (). მუშაკობაჲ უკუე საქმითსა აუწყებს წარმატებასა, ხოლო ცვაჲ — მიწევნასა სისრულისა მიმართ.
მოციქულისაჲ: და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, რაჲთა მას შინა ხუჳდოდით, რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელი არა აღიარებენ იესუ ქრისტესა, ჴორციელად მოსრულსა. ესე არს მაცთური და ანტიქრისტე (1,6-7).
თარგმანი: სარწმუნოებისა შჯულთა უცვალებელად უბრძანებს პყრობად, რაჲთა მას შინა წარემატებოდინ საქმითა კეთილითა, და კუალად, პირველისა ებისტოლისაებრ ქრისტეს განკაცებისა მგმობართა მწვალებელთა განაქიქებს და უწოდს მათ მაცთურ და ანტიქრისტე, რაჲთა ყოველნივე წინა-განაკრძალნეს ლტოლვად სივერაგეთაგან მათთა.
მოციქულისაჲ: ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარსწყმიდოთ, რაჲ-იგი ჰქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მიიღოთ (1,8).
თარგმანი: მუშაკობასა თანა საღმრთოსა ესე საძიებელ არს, რაჲთა მარადის მზა ვიყვნეთ ცვად საღმრთოთა...