ვინ შეძლებს ღირსეულად განცვიფრებას ყოველთა საერთო მეუფის უხვი გულუხვობით? ადამიანს ჯერ არაფერი გაუკეთებია, და ის რა კეთილით ღირსყოფს მას! სამოთხის ხეთა არა ნახევარი მისცა სატკბობლად, არც მეტი ნაწილისგან თავის შეკავება და მხოლოდ დანარჩენით სარგებლობა უბრძანა; სამოთხეში არსებული ყველა ხით სარგებლობის უფლება მისცა და მხოლოდ ერთისგან თავის შეკავება უბრძანა, თვით საქმით აჩვენა, რომ ეს სხვა არაფრისთვის გაკეთდა, გარდა იმისა, რომ ადამიანმა იცოდეს ამდენი კეთილის მომნიჭებელი. ყოველივე სხვასთან ერთად, აქ ღვთის სახიერებაც შენიშნე იმაში, რა პატივიც მიაგო ცოლს, რომელიც ადამისგან უნდა შექმნილიყო. ის ჯერ არ იყო შექმნილი, ხოლო ღმერთი მცნებას თითქოს ორს აძლევს: „არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ"; ამგვარად, წინასწარ და თავიდანვე აჩვენებს, რომ ქმარი და ცოლი ერთს შეადგენენ, როგორც პავლეც ამბობს: „ქმარი არს თავ ცოლისა" (). ამიტომ თითქოს ორს ეუბნება იმისთვის, რომ შემდეგ, როცა მისგან ცოლს შექმნიდა, ადამს მიზეზი ჰქონოდა მისთვისაც მის მიერ მიცემული მცნების...
დაბადება 2:18
17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.
დაბადება თავი 2