1.გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?2.მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა,3.ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.4.უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით.5.მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.6.როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.7.აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.8.მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის.9.დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?10.მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.11.უთხრა: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე?12.უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.13.უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.14.უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.15.მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!16.დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.17.ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.18.ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო.19.პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.20.უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა.21.გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა.22.თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.23.გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული.24.განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.
დღეს მსურს გაგიხსნათ, საყვარელნო, სულიერი საუნჯე, რომელიც გადანაწილებისას არასოდეს ილევა, ყველას ამდიდრებს და სულაც არ მცირდება, პირიქით, კიდევ უფრო მატულობს. და თუ ხელშესახები საუნჯიდან ვინმეს მცირე ნაწილიც კი რომ მიიღოს, დიდ სიმდიდრეს შეიძენს; ისე საღვთო წერილშიც მოკლე გამონათქვამშიც კი შეიძლება დიდი ძალა და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრე მოინახოს. ასეთია ამ საუნჯის თვისება: მიმღებთ ამდიდრებს და თავად არასოდეს იკლებს, რადგან უხვად გადმოადინებს...
საკმაოდ ვრცლად, ჩანს, ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ, ჩვენი ძალისამებრ, ხეზე და თქვენთვის, საყვარელნო, გიჩვენეთ ის მიზეზი, რის გამოც საღვთო წერილმა მას შეცნობის ხე უწოდა, კეთილისა და ბოროტის. ამიტომ დღეს მინდა მომდევნოზე გადავიდე, რათა იცოდეთ ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა და ის, თუ რა მოწყალება გამოიჩინა ჩვენი მოდგმისადმი მზრუნველობის გამო. ნამდვილად, მან ყოველივე ისე მოაწყო და წარმართა, რომ მის მიერ შექმნილი გონიერი ქმნილება სრული პატივით...
გუშინ ხომ ნახეთ მსაჯულის კაცთმოყვარეობა? ნახეთ სახიერებით აღსავსე განკითხვა? ნახეთ სასჯელთა განსხვავება — როგორ დაისაჯა მზაკვარი მაცდუნებელი და როგორ მაცდურობის მსხვერპლთათვის დაკისრებულმა სასჯელმა ღვთის დიდი კაცთმოყვარეობა გამოაჩინა? ნახეთ, რა სასარგებლო იყო ჩვენთვის სამსჯავროში თანადასწრება და იმის ნახვა, თუ როგორ მიმდინარეობდა განკითხვა? შეიტყვეთ, თუ რამდენი და რა დიდ სიკეთეთა ადამი და ევა მოაკლდნენ მცნების დარღვევით — ხომ დაკარგეს ის...
...ოთავს, გულისხმა-ყოს, რომ ამგვარი რამ დასაბამიდანაც ხდებოდა, რადგან ეშმაკი მუდამ ჭეშმარიტებასთან გვერდით უყენებდა სიცრუეს. დასაბამიდან ღმერთმა კეთილნი აღგვითქვა; მოვიდა ეშმაკიც, რომელიც აღთქმას იძლეოდა: ღმერთმა სამოთხე დარგო, მან კი მოატყუა და თქვა: „იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი" ().რადგან საქმით ვერაფერს აჩვენებდა, სიტყვებით უდიდეს რამეებს ჰპირდებოდა.ასეთნი არიან მატყუარები.ამის შემდეგ იყვნენ კაენი და აბელი, მერე სეთის ძენი და კაცთა ასულნი, შემდეგ ხამი და იაფეთი, აბრაამი და ფარაონი, იაკობი და ესავი; და ასეა დასასრულამდე: მოსე და გრძნეულნი, წინასწარმეტყველნი და ცრუწინასწარმეტყველნი, მოციქულნი და ცრუმოციქულნი, ქრისტე და ანტიქრისტე.ამრიგად, ადრეც და მაშინაც იგივე იყო.მაშინ იყო თევდა, მაშინ სიმონი, როცა მოციქულნი იყვნენ, და ესენიც, ჰერმოგენესა და ფილიტეს გარშემო მყოფნი.ამიტომ არ ყოფილა დრო, როცა სიცრუე ჭეშმარიტებას გვერდით არ დასდგომოდა.ამიტომ ნუ...
ხოლო ერმან მან იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა. და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს — ერმით, რამეთუ პავლე იყო წანამძღუარ სიტყჳსა მის (14,11-12).:
...დ, ვითარმედ ვინაჲ იწყო კერპთმსახურებამან, ამიერ ისწავე, რამეთუ, ვითარ-ესე აწ პავლეს და ბარნაბაჲს ზორვად განემზადებოდეს, ეგრეთვე ყოველნივე იგი ძველნი სცთებოდეს მიზეზითა რაჲთმე ღმრთად შერაცხვად მოკუდავთა კაცთა, რამეთუ ამისდა ქმნად დასაბამსავე ჴელ-ყო ეშმაკმან, ოდეს-იგი ევას ეტყოდა, ვითარმედ: "იყვნეთ ვითარცა ღმერთნი" (), რაჲთა ზუაობისა მიერ დასცეს კაცი, მითვე ვნებითა, რომლითა თჳთ გარდამოვარდა ზეცით. და დაღაცათუ ადამ და ევა ვერ კერპთმსახურ ყვნა, არამედ უკუანაჲსკნელ წარმართთა დაარწმუნა საცთური მრავალ-ღმრთეებისაჲ, რაჲთა რაჲცა ვის უყუარდეს, იგიცა ღმერთ თჳსსა ყოს, და ახალნი ღმერთნი მოიპოვნენ ძუელთა ზედა, და საქმეთა მსგავსებისაგან უწოდდენ სახელთაცა, ვითარ-ესე აწ ბარნაბას შუენიერებისათჳს პასაკისსა უწოდეს დიოს, რამეთუ კერპი დიოჲსი შუენიერ არს ხატითა, ხოლო პავლეს — ერმით, რამეთუ ხედვიდეს, ვითარ ყოველგან მას ადგილ-სცემდა ბარნაბა სიტყჳსა ყოფად. და ერმი მეტყუელთბისათჳს განთქუმულებითა აღემართა კერპად, რამეთუ თჳთ კერპსაცა მისსა ფრთოვნად და დაუბერებელად შეიქმან. რამეთუ არაჲ არს უმალეს გინა დაუძუელებელ უფროჲს სიტყჳსა. და თჳთ სახელიცა ერმისი მეტყუელობისაგან ეწოდა, რამეთუ "ერი" თქუმად გამოითარგმანების ელენთა ენისაგან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა“ (8,44).:
....
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ზედაჲსზედა შეასმენდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისა მიერ არსო“, ამისთჳს ეტყჳს მათ: ეგეცა ზრახვაჲ ეშმაკისაჲ არს, რამეთუ მან შვა ტყუვილი პირველ და თქუა, ვითარმედ: „რომელსაცა დღესა შჭამოთ ძელისა მისგან, განგეხუნენ თუალნი თქუენნი“. ამან იჴმარა ტყუვილი პირველვე, რამეთუ კაცნი არა ვითარცა თჳსსა საქმესა იქმან, რაჟამს ტყუოდიან, არამედ რაჟამს იგი ტყუოდის, თჳსსა საქმესა იქმს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი“ (8,45).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს საქმჱ ესე? თჳნიერ მიზეზისა მოკლვაჲ ჩემი გნებავს, რამეთუ ვინაჲთგან მტერნი ხართ ჭეშმარიტებისანი, ამისთჳს მდევნით მე. თუ არა, მითხართ მე აუგი ჩემი. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ (8,46). ხოლო იგინი იტყოდეს: „ჩუენ სიძვისაგან არა შობილ ვართ“. და ვითარ? რამეთუ მრავალნი სიძვისაგან შობილ იყვნეს, რამეთუ არა იქმოდეს ჯეროვანთა ქორწინებათა. გარნა თავადმან ესეცა არა ამხილა, არამედ ერთსა მას სიტყუასა ზედა ეგო, რამეთუ ვინაჲთგან გამოაჩინა, ვითარმედ არა ღმრთისაგანნი იყვნეს, არამედ ეშმაკისაგანნი საქმეთა მათთათჳს, რამეთუ კაცისმკლველობაჲ ეშმაკისაგანი არს, და ტყ...