...ობლად და ამ ნეკნიდან შექმნილი ცოლი ადამს მიუყვანა, — ზუსტად ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. და თუ ნეკნის აღება უგრძნობლად მოხდა ადამისთვის, რადგან ღმერთმა მას განკვირვება მოავლინა, მით უმეტეს ეს შეიძლებოდა ამ შემთხვევაში. და რასაც საღვთო წერილი იქ ასწავლის სიტყვებით: „დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა" (), იმავეს ნიშნავს აქაც სიტყვები: „და არა აგრძნა დაწოლა მისი და აღდგომაჲ. და მიუდგეს, — ამბობს შემდეგ, — ორნივე იგი ასულნი ლოთისანი მამისაგან თჳსისა. და შვა უხუცესმან მან ძე და უწოდა სახელი მისი მოაბ და თქუა: მამისა ჩემისაგანი. ესე არს, მამაჲ მოაბელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე. ხოლო შვა უმრწემესმან მანცა ძე და უწოდა სახელი მისი ამან, მეტყუელმან: ძე თესლისაგან მამისა. ესე არს მამაჲ ამანელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე" (დაბ 19:35–38). ხედავ, რომ მომხდარი თავშეუკავებლობის შედეგი არ ყოფილა? მათ შობილთ ისეთი სახელები დაარქვეს, რომლებიც თავად მოვლენაზე მიუთითებდა, და შვილთა სახელებში, თითქოს ძეგლებზე, მომხდარის ხსოვნა ამოტვიფრეს; ამასთან, უკვე მაშინ წინასწარ მიანიშნეს, რომ მათგან და მათი შთამომავლობისგან ხალხები და მრავალრიცხოვანი მოდგმა წარმოიშვებოდა. ერთი, ნათქვამია, იქნება მოაბიტელთა მამა, ხოლო მეორე — ამონიტელთა.
დაბადება 2:21
20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.
დაბადება თავი 2