მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 2:22

21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
დაბადება თავი 2
22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ცოლის შექმნა ადამის ნეკნისგან (2:21-22):

ამრიგად, როცა ყოველი ცხოველი უკვე შექმნილი იყო და პირველქმნილისგან სახელები მიეღო, კაცთმოყვარე უფალი, თავის მიერ შექმნილისთვის ყოველივეს მომწყობი, მისი მსგავს შემწეს ეძებდა; მისთვის მთელი ეს ხილული ქმნილება რომ შექმნა, ყოველივეს გარდა, ცოლსაც ქმნის. და შეხედე, რა ზედმიწევნითობით გვასწავლის (წერილი) ამ ქმნილების შექმნას. რადგან უკვე გვაუწყა, რომ (ღმერთს) ადამისთვის მისი მსგავსი შემწის შექმნა სურდა, და ზემოთაც ნათქვამი იყო: „უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი", და აქაც ამბობს: „არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი", — ამიტომ ცოლის შექმნა ადამის არსებისგან აღესრულება, როგორც ნათქვამია: „და დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა" (). ამ სიტყვათა ძალა დიდია; იგი ყოველ ადამიანურ გონებას აღემატება: ვერსხვაგვარად გაიგებ მათ სიდიადეს, თუ არა რწმენის თვალებით მათ განხილვით. „და დასდვა, — ნათქვამია, — ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის