„და აღუშენა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად". ყურადღება მიაქციე წერილის ზედმიწევნითობას. არ თქვა: „შექმნა", არამედ: „აღუშენა". რადგან ღმერთმა უკვე შექმნილისგან ნაწილი აიღო და, ასე ვთქვათ, მხოლოდ ის მისცა, რაც აკლდა, — ამიტომ წერილი ამბობს: „აღუშენა" — სხვა ქმნილება არ გამოუშვა, არამედ უკვე მზა ქმნილებისგან გარკვეული მცირე ნაწილი აიღო და ამ ნაწილისგან მთელი ქმნილება აღაშენა. რა ძალა აქვს უმაღლეს ხელოვან ღმერთს, რომ ამ მცირე ნაწილისგან (ნეკნისგან) სხეულის ამდენი ნაწილის შემადგენლობა წარმოექმნა, ამდენი გრძნობის ორგანო მოეწყო და სრული, სრულყოფილი და მთლიანი არსება შეექმნა, რომელსაც შეეძლო საუბარიც და, ბუნების ერთიანობით, ქმარს დიდი ნუგეში მიეცა! ხომ მისი ნუგეშისთვის შეიქმნა ეს არსება. ამიტომაც პავლე ამბობს: „არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს" (). ხედავ, როგორ ყოველივე მისთვის შეიქმნა? უკვე შექმნილი იყო (მთელი) ქმნილება, უკვე გამოჩნდნენ უტყვ ცხოველნი, საკვებისთვის ვარგისნი და ადამიანის სამსახურისთვის...
დაბადება 2:23
22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.
დაბადება თავი 2