მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 21:12

11. მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი შვილის, ისმაელის გამო.12. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმა ქალზე; ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის; რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა.13. ყმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი.
დაბადება თავი 21
12. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმა ქალზე; ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის; რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 46. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს" (დაბ 21:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სარრას სიხარული და ისმაელის განდევნის მიზეზი (21:6-12):

...ეს „ფიცხელ", ანუ მძიმე, უსიამოვნო და აუტანელი ეჩვენებოდა). ამიტომ უფალი, მისთვის დამახასიათებელი კაცთმოყვარეობით, მათი ერთსულოვნების კავშირის განმტკიცებას რომ ისურვებდა, ეუბნება აბრაჰამს: „ნუ ფიცხელ გიჩნს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა, ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა, ისმინე ჴმისა მისისაჲ" (). ნუ მიიღებთ მწუხარებით მის სიტყვებს, ამბობს, არამედ ყველაფერში, რასაც სარრა გეტყვით, ისმინეთ მისი.

2. აბრაჰამის მორჩილება და ღვთის განგება აგარის მიმართ (21:12-20)

ყველაფერი, რასაც ახლა სარრა გეუბნება ისმაელისა და აგარის შესახებ, მიიღე და დაუჯერე მის სიტყვებს, ამბობს ღმერთი. ნუ შეურაცხყოფ იმას, ვინც მთელი თანაცხოვრების განმავლობაში ასეთ დიდ სიყვარულს იჩენდა შენ მიმართ, ვინც არა ერთხელ, არამედ ორჯერ, შენი სიკვდილისგან გადასარჩენად, საკუთარ თავს სწირავდა შენი გადასარჩენად და შენთვის ასეთი დიდი დიდების მიზეზი გახდა: ჯერ ერთი, იმის გამო, რომ ეგვიპტიდან ასეთი სიმდიდრით გამოხვედი; შემდეგ კი იმისა, რომ აბიმელიქისგან ასეთი პატივი მიიღე. მაშ, ნუ მიუშვებ საკუთარ თავს, მისი სიტყვების საწინააღმდეგოდ რამე მოიმოქმედო. სხვანაირადაც არ იქნება შემდგომში. „რამეთუ ისაკისგან, მისგან შობილისგან, გეწოდოს შენ ნათესავად" (...

სრულად ნახვა