..., მისი სიტყვების საწინააღმდეგოდ რამე მოიმოქმედო. სხვანაირადაც არ იქნება შემდგომში. „რამეთუ ისაკისგან, მისგან შობილისგან, გეწოდოს შენ ნათესავად" (), და იგი იქნება შენი მემკვიდრე. „ხოლო ძე-ცა ეგე მჴევლისა მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ თესლი შენი არს" (). ამიტომ ისე მოიქეცი, როგორც იგი გეუბნება, და დაუჯერე მის სიტყვებს. შეხედეთ ახლა, რა მშვიდობა, რა ერთსულოვნება დამყარდა მათ თანაცხოვრებაში, როგორც კი ღვთის სახიერებამ მათი კავშირი განამტკიცა. „აღდგა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა აგარს; და აღიკიდა იგი მჴართა თჳსთა და ყრმაჲ, და განვიდა იგი" (). კვლავ შენიშნეთ მართლის დიდი კეთილგონიერება და ის, თუ როგორ ავლენს ყველაფერში ღვთისმოსავ განწყობას. როცა სარრას სიტყვები მოისმინა — „განაძე მჴევალი და ძე მისი" — ეს უსიამოვნოდ მოეჩვენა, რადგან ისმაელის მიმართ სიყვარული იგრძნობოდა. მაგრამ როცა უფალმაც იგივე უბრძანა, მაშინვე აღასრულა ბრძანებული და ბუნებრივი სიყვარული დაივიწყა; ფიქრობდა, რომ, როგორც კი ღმერთი ბრძანებს, ყოველი ვნება უნდა განქარდეს, რადგან მბრძანებელი ბუნების უფალია. მაშ, მხევალ...
დაბადება 21:13
12. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმა ქალზე; ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის; რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა.13. ყმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი.14. ადგა დილაადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში.
დაბადება თავი 21