მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 21:14

13. ყმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი.14. ადგა დილაადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში.15. გაუთავდა მათარაში წყალი და დასვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას.
დაბადება თავი 21
14. ადგა დილაადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 46. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს" (დაბ 21:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაჰამის მორჩილება და ღვთის განგება აგარის მიმართ (21:12-20):

...იგი გეუბნება, და დაუჯერე მის სიტყვებს. შეხედეთ ახლა, რა მშვიდობა, რა ერთსულოვნება დამყარდა მათ თანაცხოვრებაში, როგორც კი ღვთის სახიერებამ მათი კავშირი განამტკიცა. „აღდგა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა აგარს; და აღიკიდა იგი მჴართა თჳსთა და ყრმაჲ, და განვიდა იგი" (). კვლავ შენიშნეთ მართლის დიდი კეთილგონიერება და ის, თუ როგორ ავლენს ყველაფერში ღვთისმოსავ განწყობას. როცა სარრას სიტყვები მოისმინა — „განაძე მჴევალი და ძე მისი" — ეს უსიამოვნოდ მოეჩვენა, რადგან ისმაელის მიმართ სიყვარული იგრძნობოდა. მაგრამ როცა უფალმაც იგივე უბრძანა, მაშინვე აღასრულა ბრძანებული და ბუნებრივი სიყვარული დაივიწყა; ფიქრობდა, რომ, როგორც კი ღმერთი ბრძანებს, ყოველი ვნება უნდა განქარდეს, რადგან მბრძანებელი ბუნების უფალია. მაშ, მხევალმა, ამბობს წერილი, პურითა და ტიკით წყალი რომ აიღო, ყრმასთან ერთად „განვიდა". მაგრამ შეხედეთ კვლავ, როგორ ღირსდება ის ზეციური მზრუნველობითა და ღვთის კეთილგანწყობით მართლისადმი. აგარი, განდევნილი, უდაბნოში ეხეტებოდა და, წყლის გარეშე დარჩენილი, ვერსად პოულობდა ნუგეშს. „და დააგდო, — ამბობს წერილი, — ყრმაჲ იგი ქუეშე ნერგსა ერთსა" (). მისი...

სრულად ნახვა