მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 21:6

5. ასი წლის იყო აბრაამი, როცა შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე.6. თქვა სარამ: სასაცილო გამხადა ღმერთმა; ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.7. თქვა: ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? და მაინც ვშობე მისი სიბერის ძე.
დაბადება თავი 21
6. თქვა სარამ: სასაცილო გამხადა ღმერთმა; ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 46. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს" (დაბ 21:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სარრას სიხარული და ისმაელის განდევნის მიზეზი (21:6-12):

...რომ კიდევ ერთხელ ვიხილოთ, — როგორც გუშინაც გესმოდათ, — სახიერი ღვთის გამოუთქმელი განგება და მოწყალება და, მეორე მხრივ, აბრაამის დიდი მორჩილება და სულიერი განწყობა. თქვენ იხილეთ, თუ როგორ გაახარა ისაკის შობამ სარრა. „და თქუა სარრა, — ამბობს წერილი, — საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა" (). ყველა, ვინც კი ამას გაიგებს, ჩემს სიხარულში მონაწილეობას მიიღებს, ამბობს. დიდია ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული ნიჭი; იგი ადამიანურ უძლურებას აღემატება. ვინ არ გაოცდება, ამბობს, როცა დაინახავს, რომ მე, უკიდურეს მოხუცებულობაში მყოფი და ამ დრომდე უნაყოფო, ძუძუთი ვკვებავ ჩვილს? და თითქოს თავადაც განცვიფრებისა და გაოცებისგან სარრა დასძენს: „ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა, რამეთუ უშევ ძე სიბერესა ჩემსა?" რადგან ეს მოვლენა ბუნებაზე მაღლა იდგა, სარრა ამბობს: „ვინ უთხრას?" ანუ: ვის შეეძლო ეფიქრა ეს? ვის შეეძლო ეს წარმოედგინა? რომელი გონება შეძლებს ამის წვდომას? რომელი მსჯელობა იკმარებს მომხდარის სრულ ახსნას? იმდენად არ არის საკვირველი, რომ უდაბნოში ქვიდან წყლის წყაროები გადმოინთხა, როცა მოსემ კვერთხით დაჰკრა მას, რამდენადაც ის, რომ უკვე მკვდარი საშოდან ჩვილი იშვა და რძის ნაკადები გამოჩნდა. რათა ყველასთვის აშკარ...

სრულად ნახვა