მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 22:12

11. მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ.12. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.13. გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად.
დაბადება თავი 22
12. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ანგელოზის ხმა და ვერძის შეწირვა — ქრისტეს ჯვრის წინასახე (22:11–13):

...ააა სახელისა, რომ მართლის მოშურნეობა შეეკავებინა და ამ ძახილით შეეჩერებინა მამამთავრის ხელი, რომელიც ძის დასაკლავად უკვე აღემართა. „და მან თქუა: აჰა მე. და ჰრქუა მას. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა მაგის ზედა, ნუ-ცა რას უყოფ მას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს" (). „ნუ მიჰყოფ, — ამბობს, — ჴელსა შენსა ყრმისა მაგის ზედა". ჩემი ბრძანება არა ნამდვილი აღსრულებისთვის მიმეცა და არა ძის დაკვლა მსურს, არამედ ყველასთვის შენი მორჩილება ცხადი გახდეს. მაშ, „ნუ-ცა რას უყოფ მას"; შენი განზრახვითვე კმაყოფილი ვარ და მისთვის გადგამ გვირგვინსა და გადიდებ. „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაჲ". შეხედე, რა შემწყნარებლობაა ამ სიტყვებში. რა, ნუთუ მანამდე უფალმა არ იცოდა მართლის სათნოება და მხოლოდ ახლა შეიტყო? არა; იგი ამბობს არა იმას, რომ თითქოს თავად მხოლოდ ახლა შეიტყო, არამედ — ახლა შენ ყველას აჩვენე, რამდენად ჭეშმარიტი შიში გაქვს ღვთისა. მე, რა თქმა უნდა, ვიცნობდი ჩემს მონას; მაგრამ შენ მიერ ახლა ნაქმარი როგორც თანამედროვეთათვის, ისე მომავალი თაობებისთვის შეგონების საგანი გახდება. ახლა ყველას აჩვენე, როგორ გეშინია ღვთისა და გულმოდგინედ ასრულებ მის ბრძანებებს. **„და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარე...

სრულად ნახვა