კვლავ მსურს ჩვეულ ტაბლასთან მიგიყვანოთ და მოსეს სიტყვებით გაგიმასპინძლდეთ, უფრო სწორად კი — სულიწმიდის სიტყვებით, რადგან მოსე თავისი თხრობისას არა თავისით, არამედ სულიწმიდის შთაგონებით გვამცნობს. ვნახოთ, დღესაც რას გვასწავლის. მართალთა ცხოვრების თხრობას ხომ არა უმიზეზოდ და უმიზნოდ გვიყვება, არამედ იმისთვის, რომ მათ სათნოებას მივბაძოთ და მათი სრულქმნილების მიმდევარნი ვიყოთ. მამამთავრის (აბრაჰამის) ცხოვრების გარემოებათა დაწვრილებით მოყოლისა და მისი უკანასკნელი მოღვაწეობის — მხოლოდშობილის მსხვერპლშეწირვის — აღწერის შემდეგ, აჩვენა რა ჩვენ, თუ როგორ შესწირა მამამთავარმა ღმერთს ეს საკვირველი მსხვერპლი — თუნდაც არა საქმით, მაგრამ განზრახვით, — მოსემ ამით დაასრულა თხრობა მის შესახებ. ახლა კი იმას გვიყვება, რაც ისაკს შეეხება — შეწირულსა და შეუწირავს, — ასე ჰგავდა ეს მოვლენა იგავს. მოისმინე, მართლაც, რას ამბობს პავლე: „სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო" (). შემდეგ კი, რათა ზედმიწევნით შევიტყოთ, თუ როგორ აღასრულა ეს...
დაბადება 25:21
20. ორმოცი წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა, შუამდინარეთიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და.21. ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.22. ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და თქვა ქალმა: თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ? და წავიდა უფლისათვის შესაკითხად.
დაბადება თავი 25