მაგრამ დავუბრუნდეთ ადრე დაწყებულ სიტყვას და ვაჩვენოთ მართალი ისაკის სათნოება — როგორ აღხოცა ლოცვით რებეკას უნაყოფობა და ბუნების ბორკილები დაამარცხა. „და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან" (). ნუ იფიქრებ, რომ რაც აქ დაიწერა, ისე სწრაფად მიიღო თხოვნილი. ოცი წლის განმავლობაში არ წყვეტდა ღვთისადმი თხოვნასა და ვედრებას — მხოლოდ მაშინ მიიღო სასურველი. საიდან ვიცით ეს? ვიცით, თუ საღვთო წერილში შემავალ თხრობებს ყურადღებით მივადევნებთ. წერილმა არ დაგვიმალა ეს დრო, არამედ აღნიშნა, თუმცა ირიბად, რათა ჩვენი ყურადღება აღეძრა და კვლევისკენ გვიბიძგა. როგორც აჩვენა, რამდენი წლისა იყო ისაკი, როცა რებეკა მოიყვანა, ისევე ნათლად წარმოგვიდგენს ამ გარემოებასაც. „და იყო ისაკ ორმეოცთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა" (). ყურადღებით დააკვირდი ამ დროს. შემდეგ წერილი, როცა ამბობს: „და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო" (<span...
დაბადება 25:26
25. გამოვიდა პირველი - სულ მთლად წითელი და თითქოს ტყავ-ფუჩით შემოსილი; და დაარქვეს მას სახელად ესავი.26. მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და დაარქვეს მას სახელად იაკობი. სამოცი წლისა იყო ისაკი მათი შობისას.27. წამოიზარდნენ ყმაწვილები; შეიქნა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი იყო სრული კაცი კარვებში მცხოვრები.
დაბადება თავი 25