...ვდა, რომ მართალი ღმრთისგან ასეთი წყალობით სარგებლობდა, მეტი პატივი უნდა მიეგო მისთვის, მეტი მზრუნველობა გამოეჩინა, რათა მართლის პატივისცემით თავადაც ზეციური კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ხოლო ის არა თუ ამას არ აკეთებს, არამედ განდევნასაც ცდილობს და ეუბნება: „განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად" (). ასეთია სიძულვილი: სხვის ბედნიერებას ვერ აიტანს; მოყვასის კეთილდღეობას საკუთარ უბედურებად მიიჩნევს და ქრება მოყვასის სიკეთის ხილვით. ასე იყო აქაც. მეფე, რომელსაც მთელი ქალაქი ხელთ ჰქონდა და ყველას შიშში ამყოფებდა, ეუბნება უცხოტომელს, მწირს, აქეთ-იქით მოხეტიალეს: „განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად". და მართლაც, ის უძლიერესი იყო, რადგან ყოველივეში ზეციური შეწევნა ჰქონდა და ღვთის მარჯვენით იყო დაფარული. სად დევნი მართალს? განა არ იცი, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან თავისი მეუფის ხელში იქნება? განა თავად გამოცდილებამ არ გასწავლა, რომ ღვთის ხელი ისე ადიდებს მართალს? რისთვის მართლის განდევნით თავისი მეუფის მიმართ უმადურობას იჩენ? ვერც ამ კაცის დიდმა სიმშვიდემ ვერ სძლია შენს შურს, არამედ ვნებით ძლეულმულმა შენი სიძულვილის დაკმაყოფილებას ცდილობ და ხელმეორე გადასახლებას აიძულებ იმას, ვინც არაფრით შეგაწუხა. განა...
დაბადება 26:16
15. ჭები, რომლებიც მამამისის მორჩილებს ჰქონდათ ამოღებული აბრაამის, მამამისის დროს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.16. უთხრა აბიმელექმა ისაკს: გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი.17. წავიდა იქიდან ისაკი და დადგა გერარის ხეობაში, და იქ დასახლდა.
დაბადება თავი 26