მაშ ვისმინოთ, თუ გნებავთ, რას ეკითხება მოსამართლე, რას პასუხობენ განსასჯელნი, რა სასჯელი ეკისრებათ და რა მსჯავრდებას განიცდის ის, ვინც ასეთი ხაფანგი დაუგო მათ. მაგრამ დაძაბეთ, გთხოვთ, თქვენი გონება და ყურადღებით მოისმინეთ ნათქვამი, დიდი შიშით, რადგან, თუ ჩვენ, როცა მიწიერ მოსამართლეს ვხედავთ, რომელიც მაღალ ადგილას ზის, განსასჯელთ შუაში გამოიყვანს, სცემს და სჯის, არამცირე შიშით ვდგავართ და გვსურს მოვისმინოთ, რას ამბობს მოსამართლე და რას პასუხობს დამნაშავე, მით უმეტეს ასე უნდა მოვიქცეთ ახლა, როცა ბუნების შემოქმედს ვხედავთ, თავის ქმნილებებზე სასამართლოს რომ ახორციელებს. თუ ყურადღებით მოისმენთ, დაინახავთ, რა განსხვავებაა ღვთის კაცთმოყვარეობასა და ადამიანთა სისასტიკეს შორის მოყვასთა მიმართ. „და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ: სადა ხარ" ()? თავად ეს კითხვა გაიძულებს, გაოცდე ღვთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობით, არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოუხმო, არამედ იმის გამოც, რომ თავად მოუხმო, რასაც ადამიანები თანასწორ და თანაბუნებიან მოყვასთა მიმართ არ აკეთებენ. თქვენ იცით, რომ როცა...
დაბადება 3:10
9. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?10. მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.11. უთხრა: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე?
დაბადება თავი 3