მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 3:9

8. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის.9. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?10. მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.
დაბადება თავი 3
9. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის კაცთმოყვარეობა და კაინის თავხედური პასუხი (4:9-11):

...** (). დიდია და უსაზღვროა ღვთის მოწყალება! ეკითხება არა იმიტომ, რომ არ იცის; არა, ის კაინთანაც ისევე მოიქცა, როგორც მის მამასთან: არაფერი გვიშლის ხელს, კვლავ ვთქვათ ამის შესახებ. მართლაც, როგორც იმას (ადამს), სირცხვილით თავს მალავს რომ ხედავდა, ეკითხებოდა: „სადა ხარ?" (), არა უცოდინრობით, არამედ სურდა მისი გამხნევება, რათა ცოდვის აღსარებით თავისი შეცოდება განებანა (მისთვის ხომ თავიდანვე და დასაწყისიდანვე ჩვეულია ჩვენგან ცოდვათა აღსარება მოითხოვოს და მიტევება მოანიჭოს), — ისე ახლაც კაინს ეკითხება და ეუბნება: „სადა არს აბელ, ძმაჲ შენი?" კაცთმოყვარე მეუფე არმცოდნეობის სახეს იღებს იმიტომ, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი კითხვით ცოდვის აღსარებისკენ წაქეზოს, და, რომ მან გარკვეული მიტევება და კაცთმოყვარეობა მიიღოს. „სადა არს ძმაჲ შენი, აბელ?" მაშ, რას (ამბობს) უგუნური, უგრძნობი, ჯიუტი და უსირცხვილო? მას უნდა დაეფიქრებინა, რომ არა არმცოდნეობით ეკითხებოდა, არამედ იმისთვის, რომ მისგან აღსარება მოესმინა და ჩვენთვისაც ესწავლებინა, საქმის გარჩევამდე ჩვენი ძმების მიმართ განაჩენი არ გამოგვეტანა; უნდა დაეფიქრებინა უფლის მზრუნველობაზე, — როგორ ინდომა მისი ჩანაფიქრისგან შეჩერება და, სულის განზრახვის მცოდნე...

სრულად ნახვა
საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის კითხვა ადამისადმი: „სადა ხარ?" (3:9-11):

...ბს დამნაშავე, მით უმეტეს ასე უნდა მოვიქცეთ ახლა, როცა ბუნების შემოქმედს ვხედავთ, თავის ქმნილებებზე სასამართლოს რომ ახორციელებს. თუ ყურადღებით მოისმენთ, დაინახავთ, რა განსხვავებაა ღვთის კაცთმოყვარეობასა და ადამიანთა სისასტიკეს შორის მოყვასთა მიმართ. „და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ: სადა ხარ" ()? თავად ეს კითხვა გაიძულებს, გაოცდე ღვთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობით, არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოუხმო, არამედ იმის გამოც, რომ თავად მოუხმო, რასაც ადამიანები თანასწორ და თანაბუნებიან მოყვასთა მიმართ არ აკეთებენ. თქვენ იცით, რომ როცა მოსამართლეები, მაღალ საჯდომელზე დამსხდარნი, დამნაშავეთა სასამართლოს ახორციელებენ, საკუთარი პირით პასუხს არ აღირსებენ მათ და ამითაც უჩვენებენ, რა უპატიობას მოიტანეს თავზე ბოროტი საქმეების ჩადენით; მოსამართლე თუმცა პასუხობს, მის პასუხს განსასჯელს სხვა ვინმე გადასცემს და განსასჯელის სიტყვებს მოსამართლეს კი — ვიღაც მესამე, მათ შორის მდგომი. ასეთია, როგორც ყველამ იცის, მოსამართლეთა ჩვეულება ყველგან. მაგრამ ღმერთი ასე არ მოიქცა, — არამედ როგორ? თავად მოუხმობს. „და უწოდა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ, სადა ხარ?" შეხედე, რა ძალა აქვს ამ მოკლე გამონათქვამს. დამნაშავეს მოხმობა —...

სრულად ნახვა