მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 3:7

6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.7. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.8. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის.
დაბადება თავი 3
7. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
საუბარი 16. პირველქმნილთა დაცემის შესახებ: „და იყვნეს ორნივე შიშუელ" (დაბ 2:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ადამისა და ევას დაცემა (3:6-7):

ხედავ, როგორ წაიყვანა ეშმაკმა დედაკაცი ტყვედ, როგორ წაიტაცა მისი გონება და აიძულა საკუთარ ღირსებაზე მეტი წარმოედგინა, რათა, ცარიელი იმედებით გატაცებული, უკვე ბოძებულიც კი დაეკარგა! „და მიმღებელმან", — ნათქვამია, — „დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა და ჭამეს. და განეხუნეს თუალნი ორთა-ნი-ვე და აგრძნეს, რამეთუ შიშუელ იყვნეს" (). რა ქენი, დედაკაცო? ეს დამღუპველი რჩევა მიიღე და არათუ ღვთისგან მოცემული რჯული დათრგუნე და მცნება დაარღვიე, და ისეთ გაუმაძღრობამდე მიხვედი, რომ ასეთი მრავალრიცხოვანი ნაყოფით ვერ დაკმაყოფილდი, არამედ კიდევ იმ ერთადერთი ხიდანაც გაბედე გემოვნება, რომლის შეხებასაც მეუფემ აგიკრძალა, გველის სიტყვები დაიჯერე, მისი რჩევა შემოქმედის მცნებაზე მეტად სანდო მიიჩნიე და ასეთ ცთუნებას მიეცი, რომ გამართლების ღირსიც აღარ ხარ. განა რჩევის მიმცემი შენი ბუნების იყო? ეს დაქვემდებარებულთაგანი იყო, მონათა რიცხვიდან, შენი ხელმწიფების ქვეშ მყოფი. რისთვის შეარცხვინე ასე თავი და, იმას მიატოვე რა, ვისთვისაც ხარ შექმნილი, ვის შემწედაც ხარ წარმოშობილი, ვის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის