საკმაოდ ვრცლად, ჩანს, ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ, ჩვენი ძალისამებრ, ხეზე და თქვენთვის, საყვარელნო, გიჩვენეთ ის მიზეზი, რის გამოც საღვთო წერილმა მას შეცნობის ხე უწოდა, კეთილისა და ბოროტის. ამიტომ დღეს მინდა მომდევნოზე გადავიდე, რათა იცოდეთ ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა და ის, თუ რა მოწყალება გამოიჩინა ჩვენი მოდგმისადმი მზრუნველობის გამო. ნამდვილად, მან ყოველივე ისე მოაწყო და წარმართა, რომ მის მიერ შექმნილი გონიერი ქმნილება სრული პატივით სარგებლობდა და ცხოვრებით ანგელოზებს არაფრით ჩამორჩენოდა, არამედ სხეულშივე მათი უვნებობა შეეძინა. როცა კი იხილა, რომ ორივემ (პირველმშობელმა) თავისი უზრუნველობით მისი მცნება დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ მუქარით დაიცვა ისინი, ამის შემდეგაც არ შეწყვიტა თავისი კაცთმოყვარეობა, არამედ ერთგული დარჩა თავისი სახიერებისა. როგორც შვილთმოყვარე მამა, რომელიც ხედავს, რომ მისმა შვილმა უზრუნველობით საკუთარი კეთილშობილებისთვის უღირსად მოიქცა და პატივის სიმაღლიდან უკიდურეს სიმდაბლეში დაეცა, მხურვალე მამობრივი სიყვარულის გრძნობით, არ ტოვებს მას ამ მდგომარეობაში, არამედ ისევ ასრულებს თავის მოვალეობას და...
დაბადება 3:8
7. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.8. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის.9. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?
დაბადება თავი 3