...ა, გარდა იმისა, რომ ბოროტი დემონის შეზავებული თასი დაელია. და, რომ დარწმუნდე, რომ მხოლოდ ამაზე ზრუნავდა, გველის რჩევით დამღუპველი შხამი რომ მიიღო, ისმინე, რას ამბობს წერილი: „და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმან დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა" (). მართლაც, ბოროტი ზრახვები კეთილ ზნეს ხრწნის (). მართლაც, რატომ, ამ ბოროტი დემონის შთაგონებამდე, (ევამ) ასეთი არაფერი განიცადა, ხეზე არ დაფიქრდა და მისი მშვენიერება ვერ დაინახა? იმიტომ, რომ ღვთის მცნებას და ჭამისთვის მოსალოდნელ სასჯელს ეშინოდა. ხოლო ახლა, როცა ამ ბოროტი ცხოველით შეცდა, თითქოს არათუ არ განიცდიდნენ ამ (სასჯელს), არამედ ღმერთის ტოლნიც გახდებოდნენ, ამ დანაპირებზე იმედმა აიძულა, რომ ხისგან ეგემოვნებინა, და მან, თავის საზღვრებში დარჩენა რომ არ ისურვა, არამედ ჩვენი ცხონების მტერი და მოწინააღმდეგე ღვთის სიტყვებზე მეტად სანდო მიიჩნია, ცოტა ხნის შემდეგ, თავად გამოცდილებიდან, (ეშმაკის) შთაგონების დამღუპველობა და მათ ჭამისთვის მოსალოდნელი უბედურება გაიგო. დაინახა, როგორც ნათქვამია, „რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად", და ცოლმა,...
დაბადება 3:6
5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.7. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
დაბადება თავი 3