მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 30:1

1. დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. უთხრა იაკობს: მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები.2. განურისხდა რახელს იაკობი და უთხრა: ღმერთი ხომ არა ვარ, რომელიც მუცლის ნაყოფს გიბრკოლებს?
დაბადება თავი 30
1. დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. უთხრა იაკობს: მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. მართლის სათნოება და ქორწინებულთა ერთსულოვნება (16:2):

...ქანანისასა: აჰა ეგერა, დამჴშა მე უფალმან არა შობად. შევედ უკვე მჴევლისა მიმართ ჩემისა, რათა შვილიერ ვიქმნნეთ მისგან"** (). შეხედე, რა სულგრძელობაა ამ ქალში: არაფერი ისეთი არ უთქვამს, რაც მოგვიანებით რაქელმა თქვა იაკობისადმი: „მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე" (). არა, რას ამბობს სარა? „აჰა ეგერა, დამჴშა მე უფალმან არა შობად". ვინაიდან, ამბობს, ბუნების შემოქმედმა ბერწი შემქმნა და შვილთა შობის უნარი წამართვა, რათა შენ, ღრმა სიბერეში მისულმა, ჩემი ბერწობის გამო სრულიად უშვილოდ არ დარჩე, „შევედ მჴევლისა მიმართ ჩემისა, რათა შვილიერ ვიქმნნეთ მისგან". დიდი და არაჩვეულებრივი სიბრძნეა ამ ქალისა! რომელი ცოლი გადაწყვეტდა ოდესმე ეს გაეკეთებინა, ან ქმრისთვის ურჩია, ან თავისი საწოლი მხევალს დაეთმო?

2. აბრაამის თავშეკავება და სარას თავგანწირვა (16:3)

ხედავ, როგორ იყვნენ ისინი ყოველგვარი ვნებისგან თავისუფალნი. ერთადერთი მიზანი ჰქონდათ — უშვილოდ არ მომკვდარიყვნენ. მაგრამ, ამასთანავე, ეცადნენ ერთმანეთის ნუგეშისცემასა და მშვიდობის მოუშლელი კავშირის შენარჩუნებას. იფიქრე ახლა მამამთავრის დიდ თავშეკავებასა და არაჩვეულებრივ სიმშვიდეზე. არ შეიძულა თავისი ცოლი მისი ბერწობის გამო, როგორც ზოგი უგუნ...

სრულად ნახვა