...ღვენი, რადგან ისეთი სიხარულით ვიხილე შენი სახე, თითქოს ღვთის სახე ვიხილე. ეს მართალმა განსაკუთრებული პატივისცემით თქვა, რათა გული დაელბო და ძმური სიყვარულისკენ მოეზიდა. „ჯერ-მიჩინე", ესე იგი, სასურველი გამიკეთე. „და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ, რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად" (). ნუ უარს იტყვი მიღებაზე, ამბობს; ეს ყოველივე ღმერთმა მიბოძა; ის არის მომცემი ყველაფრისა, რაც მაქვს. ამით იაკობი შეუმჩნევლად აგრძნობინებდა ძმას, რა საღვთო განგებით სარგებლობს, და მას დიდ პატივისცემისკენ მოუწოდებდა. „და აიძულა მას და მიიღო". ხედავ, რარიგ ცვლილება მოხდა! „ჰრქუა ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ" (), ესე იგი, მოგზაურობა ერთად გავაგრძელოთ. მაგრამ იაკობმა, კარგშეხედული საბაბი რომ მონახა, სთხოვა: „უფალმან ჩემმან, — ამბობს, — იცის, რამეთუ ყრმანი ჩემნი ჩჩჳლ არიან და ზროხა და ცხოვარი ჩემნი შობენ ოდენ. უკუეთუ წარვიქცინე იგინი დღე ერთ, მოსწყდეს ყოველნი საცხოვარნი ჩემნი" (). ვერ შევძლებ, ამბობს, მოგზაურობაში სიჩქარეს; შვილებისა და სამწყსოების გულისთვის ნელა და ნემს-ნემსა მიმაქვს, რათა დიდი შრომით ზიანი არ მივაყენო. მაშ,...
დაბადება 33:11
10. უთხრა იაკობმა: არა. თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი. რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს და შენც წყალობით შემომხედე.11. მიიღე შენთვის გამოგზავნილი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს. არ მოეშვა და მანაც მიიღო.12. უთხრა ესავმა: დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები.
დაბადება თავი 33