1. ღვთის განკითხვა და ტყავის სამოსელი (3:20-21)
გუშინ ხომ ნახეთ მსაჯულის კაცთმოყვარეობა? ნახეთ სახიერებით აღსავსე განკითხვა? ნახეთ სასჯელთა განსხვავება — როგორ დაისაჯა მზაკვარი მაცდუნებელი და როგორ მაცდურობის მსხვერპლთათვის დაკისრებულმა სასჯელმა ღვთის დიდი კაცთმოყვარეობა გამოაჩინა? ნახეთ, რა სასარგებლო იყო ჩვენთვის სამსჯავროში თანადასწრება და იმის ნახვა, თუ როგორ მიმდინარეობდა განკითხვა? შეიტყვეთ, თუ რამდენი და რა დიდ სიკეთეთა ადამი და ევა მოაკლდნენ მცნების დარღვევით — ხომ დაკარგეს ის...