ყურადღება მიაქციე წერილის ზედმიწევნითობას. მან გადმოგვცა როგორც ლამექის ცოლისგან შობილ ძეთა სახელები, ისე ისიც, რა საქმიანობა ჰქონდათ; კერძოდ, რომ ერთმა მეცხვარეობა აირჩია, ხოლო მეორემ სანთური და ქნარი გამოიგონა. „ხოლო სელა, — ამბობს, — შვა, მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისა" (). კვლავ (წერილმა) სელასგან შობილის საქმიანობაც აჩვენა და თქვა, რომ მან მჭედლობა აირჩია. შეხედე, როგორ ნელ-ნელა მოეწყობოდა კაცთა მოდგმის კეთილდღეობა. და პირველ ყოვლისა, კაინმა ქალაქი ააშენა და თავისი ძის სახელი დაარქვა. შემდეგ, ლამექის ძეთაგან ერთმა მეცხვარეობა აირჩია, მეორემ მჭედლობა, მესამემ სანთური და ქნარი გამოიგონა. „ხოლო დაჲ თობელისი, — ამბობს, — ნოემა" (იქვე). რა სიახლე და უცნაურობაა ეს! აი, ახლა წერილი პირველად ახსენებს ცალკე ქალს. არა უბრალოდ და არა უმიზეზოდ მოიქცა ასე ნეტარი წინასწარმეტყველი, არამედ, რათა აქედან რაღაც ფარულს გვაჩვენოს, თუმცა ამას სხვა დროისთვის გადავდებთ, ახლა კი რიგის მიხედვით გავაგრძელებთ; ეს შენიშვნა (ნოემას შესახებ) უმნიშვნელო არ არის, არამედ...
დაბადება 4:24
23. უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი - ჩემდა ჭირად.24. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ.25. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა.
დაბადება თავი 4