ხედავ მსაჯულის კაცთმოყვარეობას? ადამიანურ სასამართლოებში, როცა ვინმე ასე მოიქცევა და მაბეზღარებს გაუსწრებს, თავად აღიარებს თავის საქციელს, მაშინ, შესაძლოა, წამებასა და ხანგრძლივ ტანჯვას თავს დააღწევს, თუ, რასაკვირველია, მშვიდ მსაჯულს შეხვდება, მაგრამ უკვე აუცილებლად სასიკვდილო განაჩენს დაექვემდებარება; ხოლო კაცთმოყვარე ღვთისა და სულთა მკურნალის სახიერება გამოუთქმელია და სიუხვით ყოველ სიტყვას აღემატება. თუ ჩვენს მბრალმდებელს, ესე იგი, ეშმაკს, რომელიც იმ დღეს (უკანასკნელი სამსჯავროს) ჩვენ წინააღმდეგ აღდგება, გავუსწრებთ და უკვე ამჟამინდელ ცხოვრებაში, სამსჯავროში შესვლამდე, ჩვენს ცოდვებს აღვიარებთ, სიტყვას დავასწრებთ და თავად გავხდებით ჩვენი მბრალმდებლები, მაშინ უფალს ისეთ წყალობაზე მოვაქცევთ, რომ ის არა მხოლოდ ცოდვებისგან თავისუფალს გაგვხდის, არამედ მართალთა რიცხვშიც შეგვრაცხავს. თუ უკვე ამ ლამექმა, რომელსაც არც რჯული ჰქონდა, რომელიც ასწავლიდა, არც წინასწარმეტყველთა სიტყვა მოესმინა და არც სხვა რაიმე შეგონება, არამედ მხოლოდ (ჩვენს) ბუნებაში ჩადებული სამსჯავროს მოქმედებით, თავისი დანაშაული შეიცნო, გააშკარავა და თავად თავი დაისაჯა, მაშინ...
დაბადება 4:25
24. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ.25. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა.26. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება.
დაბადება თავი 4