მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 41:46

45. უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი და მისცა ცოლად ასენათი, ონის (მზის ქალაქის) ქურუმის ფოტიფერაყის ასული. და გავიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში.46. ოცდაათი წლისა იყო იოსები, როცა წარუდგა ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. გამოვიდა იოსები ფარაონისგან და მოიარა მთელი ეგვიპტე.47. წარმოქმნა მიწამ ხვავრიელად შვიდ მოსავლიან წელიწადს ხორბალი.
დაბადება თავი 41
46. ოცდაათი წლისა იყო იოსები, როცა წარუდგა ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. გამოვიდა იოსები ფარაონისგან და მოიარა მთელი ეგვიპტე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების ამაღლება ეგვიპტეზე (41:39-46):

...სი ყოფილი ბატონიც, დამატებულია: პეტეფრესი, „მღდელისა მის მზისქალაქისა" (). შემდეგ, რომ ვიცოდეთ, რა ასაკში აღასრულა ამ საკვირველმა კაცმა ასეთი მოღვაწეობა და ასეთი საზღაურის ღირსი გახდა, წერილი ამბობს: „იოსებ იყო ოცდაათის წლის, რაჟამს წარდგა წინაშე ფარაოჲსა" (). ნუ ვიფიქრებთ, რომ წლების რიცხვი აქ უმიზნოდ არის ნაჩვენები; ეს ჩვენი დარიგებისთვისაა, იმისთვის, რომ არავისთვის შეიძლება გამართლება იყოს სათნოების მიმართ დაუდევრობა, არავის შეუძლია სიყმაწვილეზე მოიშველიოს მიზეზად იქ, სადაც სათნოების გამოვლენაა საჭირო. აი, იოსები არა მხოლოდ ახალგაზრდა იყო, არამედ ლამაზი სახისა და მშვენიერი გარეგნობისაც. ხდება, რომ სიყმაწვილესაც მოკლებული აქვს სხეულის სილამაზე. ხოლო ის ახალგაზრდობასთან ერთად სახის სილამაზესა და მშვენიერებასაც აერთიანებდა და, თითქმის ყველაზე ყვავილოვან ასაკში, მონა და ტყვე გახდა, — რადგან ნათქვამია, რომ ჩვიდმეტი წლისა წაიყვანეს ეგვიპტეში. შემდეგ, ახალგაზრდობის სრულ ალში, უზნეო ეგვიპტელი ქალი, რომელიც მისი ქალბატონი გახდა, თავს ესხმის, მაგრამ ვერც მან სძლია მართლის სიმტკიცეს. მერე — საპყრობილე და მასში ესოდენ ხანგრძლივი ტანჯვა. მაგრამ ის ადამანტივით მტკიცე დარჩა, არა მხოლოდ არ დასუ...

სრულად ნახვა