...ჳლდები მათი და დაჴსნდეს ძარღუნი მკლავთა ჴელთა მათთანი"**. ისინი მის მოკვლას ცდილობდნენ და, რამდენადაც შეეძლოთ, თავიანთ ჩანაფიქრს აღასრულებდნენ; მაგრამ მათი მშვილდი შეიმუსრა და მკლავნი დაუძლურდათ. ნამდვილად ხომ ეს დაემართათ, როცა იოსების სიტყვები მოისმინეს: „მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ" ()? მაშინ განსაკუთრებით, მაშინ დაუძლურდათ მათი მკლავნი „ჴელითა" ძლიერითა „იაკობისთა. მის მიერ, რომელმან განგაძლიერა შენ ისრაჱლ. ღმრთისა მიერ მამისა შენისა. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი" (). ის, ვინც მათი მკლავნი დაასუსტა, ამბობს, ყოვლისშემძლეა. თავად ღმერთმა ჩემმა შეგეწია შენ. დაინახე ამ მართლის გულწრფელი სიყვარული უფლისადმი, რომლითაც ქვეყნიერების უფალს მხოლოდ თავის ღმერთად მოიხსენიებს; ამით არა მის უფლებას ზღუდავს და არა ქვეყნიერებაზე მის ხელმწიფებას უარყოფს, არამედ მისდამი საკუთარ ძლიერ სიყვარულს გამოხატავს. „და გაკურთხა შენ კურთხევითა ზეცისათა ზეგარდამო". არა მხოლოდ შეგეწია, ამბობს, არამედ გაკურთხა შენ **„კურთხევითა ქუეყანისათა, რომელსა იქმს ყოველი კურთხევისათჳს ძუძუთასა და საშოჲსა. კურთხევითა მამისა და დედისა შენისათა უფროჲსად განძლიერდი უფროჲს მთათა მყართასა, კურ...
დაბადება 45:4
3. უთხრა იოსებმა ძმებს: იოსები ვარ. ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი? ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგა შეეშინდათ მისი.4. უთხრა იოსებმა ძმებს: მომიახლოვდით. მიუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა: იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ.5. ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა.
დაბადება თავი 45