მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 45:5

4. უთხრა იოსებმა ძმებს: მომიახლოვდით. მიუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა: იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ.5. ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა.6. რადგან ეს ორი წელი შიმშილია ქვეყანაში და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
დაბადება თავი 45
5. ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იაკობის ოჯახის დამკვიდრება გესემის მიწაზე (47:2-13):

...ად"** (). ამრიგად, გამართლდა ის, რასაც იოსები ძმებს ეუბნებოდა: „მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რათა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა" () და „ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა" (). „იფქლსა უწყვიდა, — ნათქვამია, — თავად-თავად".

რას ნიშნავს „თავად-თავად"? ნიშნავს — თითოეულისთვის საჭიროებისამებრ. წერილში ჩვეულებისამებრ მთელ ადამიანს ხან სულს უწოდებენ, ხან — სხეულს. და როგორც ზემოთ ითქვა, რომ სამოცდაათხუთმეტი სულით ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: სამოცდაათხუთმეტი „მამაკაცი და დედაკაცი", ასევე აქაც ნათქვამია: „თავად-თავად", ანუ თითოეული ადამიანისთვის. ამგვარად, მაშინ, როცა მთელი ეგვიპტე და ქანაანის მიწა შიმშილით ტანჯვას განიცდიდა, იაკობის სახლი კეთილდღეობდა, თითქოს რაღაც წყაროებიდან მომდინარე სარჩო ჰქონდა. „იფქლი, — ამბობს წერილი, — არა იყო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ფრიად და მოაკლდა ქუეყანა ეგჳპტისა და ქუეყანა ქანანისა სიყმილითა" ().

4. იოსების სიბრძნე შიმშილის მართვაში (47:14-26)

შენიშნე უფლის გამოუთქმელი გ...

სრულად ნახვა