...ე, როგორ ანუგეშებს სახიერი ღმერთი მართალს. „ჰრქუა ღმერთმან იაკობს ჩუენებასა შინა ღამისასა: იაკობ, იაკობ!... მე ვარ ღმერთი მამათა შენთა, ნუ გეშინინ შესლვად ეგჳპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ მუნ, და შთავიდე მე შენ თანა ეგჳპტედ და მე აღმოგიყუანო შენ მიერ სრულიად. და იოსებ დაგასხნეს ჴელნი თუალთა შენთა" (). აი, როგორ აღუთქვამს უფალი მართალს იმას, რასაც ესოდენ სურდა, და კიდევ უფრო მეტსაც. მისი სიუხვე ხშირად ჩვენს სურვილებს აღემატება, მისთვის დამახასიათებელი კაცთმოყვარეობით. „ნუ გეშინინ, — ეუბნება, — შესლვად ეგჳპტედ". რადგან გზის სიგრძე აშინებდა ისრაელს, ამიტომ ეუბნება ღმერთი: ნუ უყურებ სიბერის უძლურებას. „ნათესავად დიდად გყო შენ მუნ, და შთავიდე მე შენ თანა ეგჳპტედ". მე თავად გეთანამგზავრები და ყველაფერს კეთილად მოგიწყობ. შენიშნე ღვთიური მოწყალება სიტყვებში: „შთავიდე მე შენ თანა ეგჳპტედ". რა შეიძლება იყოს იმაზე ნეტარი, ვიდრე თავად ღმერთი თანამგზავრად გყავდეს? შემდეგ მოჰყვა ის ნუგეშიც, რომელიც მოხუცებულს განსაკუთრებით სჭირდებოდა: „იოსებ დაგასხნეს ჴელნი თუალთა შენთა". იგი, შენი საყვარელი, იგი თავად მოამზადებს შენს სხეულს დასაფლავებისთვის და დაგასხამს ხელებს თვალებზე. მაშ, სიხარულითა და ყოველგვარი შიშის გარეშე დაადექი...
დაბადება 46:2
1. გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს.2. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.3. უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
დაბადება თავი 46