მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 49:11

10. არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.11. ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე - თავისი ვირის ნაშიერი; ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს, და ყურძნის სისხლში - თავის ტანსაცმელს.12. თვალები მისი - ღვინის უწითლესი, კბილები მისი - რძის უთეთრესი.
დაბადება თავი 49
11. ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე - თავისი ვირის ნაშიერი; ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს, და ყურძნის სისხლში - თავის ტანსაცმელს.
საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმეონისა და ლევის განსჯა და იუდას წინასწარმეტყველება (49:5-11):

აი, როგორ სულისგან მონიჭებული განსჯით, მოსეს მომავალ კანონმდებლობას უსწრებს — კერძოდ, იმას, რომ მამასა და ძეს ერთსა და იმავე ქალთან თანაცხოვრება არ ეთვისება — და უკვე ამით კრძალავს, თავის ძეზე განსჯას გამოტანს რა. შენ შეაგინე, ამბობს, სარეცელი, მამის საწოლზე ახვედი: ურჯულო საქმე ჩაიდინე. იმისთვის, რომ ასე შეურაცხმყავი, შენ, „ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები". უნაყოფო იქნება შენთვის ეს ხელყოფა, რადგან შენ, მამისადმიც კი არანაირი პატივისცემა რომ არ გქონდა, საწოლის შეგინება გაგიბედია. ხოლო შემდეგმა თაობებმა რომ მსგავსი საქმეები აარიდონ თავს, სულიწმიდის განგებულებით ეს განსჯა წერილობით დაიხატა, ისე, რომ ყველა, ვინც ამას მოისმენს, გონს მოვიდეს და ნათლად დაინახოს, რომ ბუნებისგან მონიჭებული უპირატესობებიდან არანაირი სარგებელი არაა, თუ ნებისყოფის შესატყვისი საქმეები მათ არ ახლავს. შემდეგ, ეს სამარცხვინო საქციელი საკმარისად რომ ამხილა, სიმეონსა და ლევიზე გადადის. „სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუჱ ჴდომითა მათითა" (). მოშურნეობამ, რომელიც თავიანთი დისთვის გამოიჩინეს, ისინი უსამართლობამდე...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...იმით, თუ როგორ დაემორჩილა ის ხალხი, ამატებდა: „მორჩილებითა ყურისათა ისმინა ჩემი“ (). ამავე აზრს იაკობიც უფრო საიდუმლოდ წარმოაჩენდა, როცა ამბობდა: „და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ“ (). და მაინც, ვინ უნახავს ვაზის რქაზე გამობმული კვიცი, ვენახთან მდგარი და ნაყოფს რომ არ აფუჭებდეს? პირუტყვებში ასეთი რამ არავის უნახავს, ადამიანებში კი ეს დიდი სიზუსტით აღსრულდა. რადგან იუდეველებმა, უთვალავი საკვრელით შეკრულებმა, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, „ერთბამად შემუსრეს უღელი, განხეთქნეს საკრველნი“ (); წარმართები კი, არავითარი ასეთი იძულებით შეკრულნი, მზადყოფნით დაემორჩილნენ, თითქოს ვაზის რქაზე გამობმული კვიცი იყვნენ, და მცნებებს არაფერი ავნეს, არამედ იდგნენ და დიდ მორჩილებას აჩვენებდნენ.

„და მოუჴდენ ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა“ (

სრულად ნახვა